დღეს - 12 ივნ
ადმინისტრატორი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა ადმინისტრირება
  • ინდუსტრია / სფერო: საცალო ვაჭრობა საცალო ვაჭრობა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ჯანმრთელობის დაზღვევა

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
  • ენები: ინგლისური
სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "xs toys" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე, ქალაქ თბილისში. თავისუფლების მოედანი, გალერეა თბილისი

სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "XS სათამაშოები" 2013 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე, აერთიანებს 5 საფირმო მაღაზიას, რომელთაგან ოთხი თბილისში, ერთი კი ბათუმში მდებარეობს. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს მსოფლიოში წამყვანი სათამაშოების მწარმოებელი კომპანიების პროდუქციას, რომელიც გათვლილია ყველა ასაკის ბავშვისთვის.

სამუშაო პირობები:
  • ლოკაცია: გალერია თბილისი;
  • მიმართულება: Build a Bear -ის „სახელოსნო“;
  • სამუშაო გრაფიკი: სრული

ჩვენთან გელოდებათ:
  • კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
  • კომფორტული სამუშაო გარემო;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • და რაც ყველაზე მთავარია - ჩვენთან განსაკუთრებით ფასდება ერთგულება და ახალი იდეების ინიციირება.

ასე რომ, მოუთმენლად გელოდებით ჩვენს დიდ გუნდში, იმისთვის, რომ ერთად ვაკეთოთ ღირებული და მნიშვნელოვანი საქმე.

ძირითადი მოვალეობები:
  • მაღაზიის ოპერაციული პროცესების ორგანიზება და მართვა
  • მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა
  • მარაგების კონტროლი და შეკვეთების განხორციელება
  • სალაროს მართვა
  • გაყიდვების პროცესის ეფექტიანობის გაუმჯობესება

ძირითადი მოთხოვნები:
  • აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
  • სასურველია სამუშაო გამოცდილება;
  • გამოცდილება გაყიდვების სფეროში;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა მომხმარებლის დონეზე (MS Word, Excel).

პიროვნული მახასიათებლები:
  • კომუნიკაბელურობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პუნქტუალურობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე: anvoljobs@gmail.com და გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (ადმინისტრატორი - გალერია თბილისი). სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ადმინისტრირება
ნახვები
უნიკალური ნახვები