13 მაი - 17 მაი
ტექნოლოგიური ჰაბის მიმღები
ქუთაისი

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა ადმინისტრირება
  • ინდუსტრია / სფერო: პროგრამული უზრუნველყოფა და IT სერვისები საინფორმაციო ტექნოლოგიები და სერვისები
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • ანაზღაურება:
    ფიქსირებული 1600

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 1 წლიდან
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი, პროფესიული კოლეჯი
  • ენები: ინგლისური
სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო აცხადებს ვაკანსიას ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის მიმღების პოზიციაზე.
პოზიციის დასახელება: ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის მიმღები
ანაზღაურება: 1600 ლარი (გადასახადების ჩათვლით)
ადგილების რაოდენობა: 1
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე
განცხადების მიღების ბოლო ვადა: 17 მაისი
სამუშაო ადგილი: ქუთაისი (ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი; ქ. ქუთაისი, ირ. აბაშიძის გამზირი 26).
მოვალეობები:
  • ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში ვიზიტორების მიღება, რეგისტრაცია და შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება ჰაბის სერვისებისა და პროგრამების შესახებ;
  • ვიზიტორთა ნაკადის მართვა და კოორდინაცია, მათ შორის ჯგუფური ვიზიტების ორგანიზებაში ჩართულობა;
  • ტექნოლოგიურ ჰაბში მოქმედი დაშვების სისტემების, რეგისტრაციისა და უსაფრთხოების პროცედურების ადმინისტრირება;
  • ვიზიტორებისა და პარტნიორების პირველადი კონსულტირება ჰაბის სერვისების, ლაბორატორიების, პროგრამებისა და ღონისძიებების შესახებ;
  • სატელეფონო ზარების, ელექტრონული კომუნიკაციისა და შემოსული მოთხოვნების მართვა და შესაბამის პირებთან გადამისამართება;
  • ტექნოლოგიურ ჰაბში შიდა პროცესების ფარგლებში ადმინისტრაციული დავალებების შესრულება და დოკუმენტაციის მართვა;
  • ვიზიტორთა გამოცდილების გაუმჯობესებაზე ზრუნვა და შესაბამისი უკუკავშირის შეგროვება;
  • ტექნოლოგიურ ჰაბში სივრცეში მოწესრიგებული, ორგანიზებული და სტუმარზე ორიენტირებული გარემოს უზრუნველყოფა;
  • სტატისტიკური მონაცემების (ვიზიტორების რაოდენობა, ვიზიტების ტიპები და სხვა) წარმოება და ანგარიშგებაში მონაწილეობა;
  • სხვა დაკავშირებული ამოცანები, რომლებიც ემსახურება სამუშაოს მიზანს და/ან საჭიროა ფუნქცია მოვალეობების ჯეროვნად შესასრულებლად.
მინიმალური განათლება: ბაკალავრის ხარისხი.
სამუშაო გამოცდილება: მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ადმინისტრაციულ, მომსახურების ან მომხმარებელთან ურთიერთობის სფეროში.
დამატებითი მოთხოვნები:
  • ინგლისური ენის ცოდნა კომუნიკაციის დონეზე ცოდნა;
  • Microsoft Office-ის პროგრამების კარგი ცოდნა;
  • სასურველია გამოცდილება მიმღების ან ადმინისტრაციულს პოზიციაზე;
  • სასურველია ვიზიტორთა მართვის სისტემებთან მუშაობის გამოცდილება.
უნარ-ჩვევები:
  • კარგი კომუნიკაციის უნარი;
  • ორგანიზებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირება;
  • გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება(სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ადმინისტრირება
ნახვები
უნიკალური ნახვები