დღეს - 03 აპრ
სტარტი
საწყობის თანამშრომელი - მტვირთავი
თბილისი

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ლოგისტიკა / ტრანსპორტი საწყობი
  • ინდუსტრია / სფერო: ფინანსები დაზღვევა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სასურველია გამოცდილება:
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • ენები: ქართული
  • მართვის მოწმობა: B კატეგორია
სს ”სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი” აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომელი - მტვირთავის პოზიციაზე.

სს ”სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი” (www.gpih.ge) არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის ვენის სადაზღვევო ჯგუფის (www.vig.com) წევრი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს - სამართლიანობა, თანადგომა, პროფესიონალიზმი და პროგრესი. ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ წარმატებისა და განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს.

პასუხისმგებლობები:
  • ოფისებში და საწყობში ინვენტარის გადაადგილება-დალაგება, ავტოსატრანსპორტო საშუალებებში ჩატვირთვა/გადმოტვირთვა და განთავსება მენეჯერის დავალების შესაბამისად;
  • შესყიდული პროდუქციის მიღება, დოკუმენტის მიხედვით მითვლა და საწყობში დალაგება სახეობების მიხედვით, მარაგში არსებული ნაშთების პერიოდული გადათვლა და სამეურნეო სამსახურის მენეჯერისთვის წარდგენა;
  • მოთხოვნის შესაბამისად საოფისე ინვენტარის, კომპიუტერული ტექნიკის, საკანცელარიო საგნებისა და ჰიგიენური საშუალებების საწყობიდან ოფისებში გადატანა (დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოების წარმოება) და ჩაბარება მიმღებზე;
  • გენერატორებში საწვავის ავზის შევსება საწვავით;
  • სასმელი წყლის დისპანსერების მომსახურება, წყლის ბალონების ჩანაცვლება;
  • ოფისებში სხვდასხვა მცირე დაზიანებების აღმოფხვრა: სავარძლის დაზიანებული დეტალის შეცვლა, ავეჯის დაზიანებული ფურნიტურის შეცვლა, ნათურის გამოცვლა, ონკანის კარტრიჯის შეცვლა, (ელექტრო და მექანიკური ხელსაწყოების მოხმარება როგორიცაა: ბურღი; კუთხსახეხი; სახრახნისი, ქანჩის გასაღები და ა.შ.);
  • უსაფრთხოების ნორმების დაცვა;
  • ხელმძღვანელის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება დაკავებული თანამდებობის მიზნების შესაბამისად.

მოთხოვნები:
  • უპირატესობად ჩაითვლება მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია B კატეგორიის მართვის მოწმობის ქონა;
  • ორგანიზებულობა;
  • პუნქტუალურობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი რეზიუმე ქართულ ან ინგლისურ ენაზე.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/3j2ke1hc

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და მიმდინარე ვაკანსიების სანახავად გამოგვყევით Linkedin-ის გვერდზე: https://www.linkedin.com/company/gpih-vig/
ლოგისტიკა / ტრანსპორტი
საწყობი
ნახვები
უნიკალური ნახვები