შემდეგი
დღეს - 03 აპრ
ვიპ
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ლოგისტიკა / ტრანსპორტი
საწყობი - ინდუსტრია / სფერო: ტრანსპორტი, ლოჯისტიკა & მიწოდების ჯაჭვი
საწყობი - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ჯანმრთელობის დაზღვევა
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 2 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):ლოგისტიკა / ტრანსპორტი
საწყობი - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):ტრანსპორტი, ლოჯისტიკა & მიწოდების ჯაჭვი
საწყობი - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ინგლისური
"კასატრეიდი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის პოზიციაზე
"კასატრეიდი" ახორციელებს კომპლექსურ გადაწყვეტილებებს კერძო, ფინანსურ, სატრანსპორტო და სამთავრობო სექტორებისათვის.
"კასატრეიდი" საუკეთესო ადგილია, სადაც შეგიძლიათ განვითარდეთ და ჩამოყალიბდეთ პროფესიონალებად ჩვენს გუნდთან ერთად,
"კასატრეიდი" ახორციელებს კომპლექსურ გადაწყვეტილებებს კერძო, ფინანსურ, სატრანსპორტო და სამთავრობო სექტორებისათვის.
"კასატრეიდი" საუკეთესო ადგილია, სადაც შეგიძლიათ განვითარდეთ და ჩამოყალიბდეთ პროფესიონალებად ჩვენს გუნდთან ერთად,
ან თუ უკვე ხართ პროფესიონალი ჩვენ გაძლევთ საშუალებას მოახდინოთ საკუთარი შესაძლებლობების სრული რეალიზაცია.
მოხარულები ვიქნებით თქვენთან თანამშრომლობით, თუ :
- გაქვთ უმაღლესი განათლება
- გაქვთ მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება
- იცით საოფისე პროგრამები: MS Word, MS Excel, MS Outlook
- გაქვთ ინფორმაციის დამუშავებისა და ანალიზის უნარი
- გაქვთ ანალიტიკური აზროვნება
- შეგიძლიათ გუნდური მუშაობა
- გაქვთ პასუხისმგებლობის გრძნობა
- ხართ ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული
- FMG სოფტში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
ფუნქცია-მოვალეობები :
- სასაწყობე პროდუქციისთვის ადგილის გამოყოფა და დასაწყობება
- ყოველდღიურად საწყობში არსებული ნაშთების დალაგება
- მიღებული და გაცემული პროდუქციის ნაშთების კონტროლი
- საქონლის აღრიცხვა, მიღება-დასაწყობების და ჩატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოების ორგანიზება
- მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობის მიღება
- წუნდებული პროდუქციის მართვა
- გასაცემი პროდუქციაზე ზედნადების ხელმოწერით უზრუნველყოფა
- უშუალო ხელმძღვანელის სხვა მითითებების შესრულება საჭიროების მიხედვით.
რას გთავაზობთ:
- კომფორტულ ოფისს
- კონკურენტულ ანაზღაურებას კვალიფიკაციის მიხედვით
- პროფესიონალებით დაკომპლექტებულ გუნდთან ერთად მუშაობას
- თვითგანვითარებისთვის საუკეთესო შესაძლებლობას
- საინტერესო კომპლექსურ პროექტებზე მუშაობას.
- სამუშაო საათები: ორშაბათი - პარასკევი 09:00-18:00.
თუ დაინტერესდით ჩვენი ვაკანსიით გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე job@casatrade.ge
ლოგისტიკა / ტრანსპორტი
საწყობი
ნახვები
უნიკალური ნახვები