შემდეგი
დღეს - 26 მარ
სტარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ადმინისტრირება - ინდუსტრია / სფერო: მშენებლობა
სამშენებლო მასალები - გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 3000
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია:
- გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ინგლისური,რუსული
შპს „პალატი“, პირველი ქართული ფანერის მწარმოებელი კომპანია საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას ქალაქ რუსთავში, ადმინისტრაციული დირექტორის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი - სრული;
მდებარეობა - ქ. რუსთავი, მაზნიაშვილის 4 ;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება, სასურველია იურიდიული მიმართულებით;
- აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების (MS office Word, Excel, PowerPoint) ცოდნა;
- სავალდებულოა რუსული და ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა;
ძირითადი მოვალეობები:
- ადმინისტრაციაში შემავალ სტრუქტურული ერთეულების გამართული და ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფა და დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების საქმიანობის ზედამხედველობა და მხარდაჭერა;
- საოფისე და საწარმოო ადმინისტრაციული პროცედურებისა და სისტემების განვითარება და დანერგვის ხელშეწყობა;
- დაქვემდებარებაში მყოფი განყოფილებებიდან რეპორტების გამოთხოვა, ანალიზი და შესაბამისი მითითებების/რეკომენდაციების გაცემა;
- კომპეტენციის ფარგლებში, თანამშრომლებისგან მიღებული განცხადებებისა და მეილების განხილვა და დროული უკუკავშირი;
- შიდა მარეგულირებელი დოკუმენტების მომზადება;
- საოპერაციო ხარჯების მონიტორინგი და მართვა, შემცირების სტრატეგიის შემუშავება;
- კომპანიის მატერიალური ფასეულობების (მარაგების და ძირითადი საშუალებების) ინვენტარიზაციების ჩატარებისა და ნაშთების გასწორების კონტროლი;
- კომპანიის შიდა გამოყენებისთვის ჩამოწერილი მასალების კონტროლი;
- საქონლის უკან დაბრუნებასთან და ზედნადების კორექტირებასთან დაკავშირებული დასტურების გაცემა კომპანიაში დადგენილი წესის შესაბამისად;
- პერიოდული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან
- იმ ფუნქცია-მოვალეობების შესრულება, რაც კონკრეტულად არ არის გაწერილი მოცემული პუნქტით, თუმცა არსობრივად დაკავშირებულია დასაქმებულის უფლება-მოვალეობებთან და თანამდებობრივად მის დაქვემდებარებაში მყოფ საკითხს მიეკუთვნება;
სასურველი თვისებები და უნარ-ჩვევები:
- კომპიუტერის გამოყენების ფართო უნარ-ჩვევები;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- გუნდის მოტივაციისა და ლიდერობის უნარი;
- საქმის ორგანიზების და დაგეგმის უნარი
- დეტალებზე ორიენტირების და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- საქმიანობის ორგანიზების და დაგეგმვის უნარი;
ჩვენ გთავაზობთ:
კვებას;
ჯანმრთელობის დაზღვევას;
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: HR@palatillc.com და წერილის დანიშნულებაში (Subject) მიუთითე პოზიციის დასახელება - ადმინისტრაციული დირექტორი რუსთავში.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე არაუმეტეს 3 წლის ვადით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ შერჩევის პროცესის წარმოების მიზნით.
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ადმინისტრირება
ნახვები
უნიკალური ნახვები