16 თებ - 17 მარ
ოფის მენეჯერი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა ოფისის მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო: ფინანსები ფინანსური მომსახურება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • ანაზღაურება:
    ფიქსირებული 2000

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 1 წლიდან
  • ენები: ინგლისური
ბოუნდ სოლუშენს აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე:ოფის მენეჯერი
სფერო: კრიპტო გადაცვლა
ხელფასი: 2,000 ლარი
სამუშაო გრაფიკი: 5/2 (09:00-18:00)
მდებარეობა: თბილისი, რუსთაველის გამზირი

ძირითადი მოვალეობები:
  • ნაღდი ფულის მიღება/გაცემა/გადაცემა კომპანიის შიდა რეგლამენტის სრული დაცვით;
  • ყოველდღიური სალაროს დათვლა, ნაშთების შედარება და ოპერაციების ზუსტი ფიქსაცია Google Sheets-ში;
  • სალარო დისციპლინისა და თანამშრომელთა ოპერაციების სიზუსტის კონტროლი;
  • ყოველდღიური და კვირეული ანგარიშგების მომზადება სალაროსა და ოპერაციულ მაჩვენებლებზე;
  • სრული მატერიალური პასუხისმგებლობა მინდობილ ფულად სახსრებზე, სალაროს უსაფრთხოებასა და აღრიცხვის სიზუსტეზე;
  • თანამშრომლებისთვის ამოცანების და ვადების განსაზღვრა, შესრულების მონიტორინგი;
  • დავალებების სრულად და დროულად შესრულების შემოწმება, სტატუსების ფიქსაცია და საჭიროების შემთხვევაში შეხსენებების გაგზავნა;
  • პროცესების სტრუქტურირება და შესრულების ეფექტიანობის გაუმჯობესება;
  • ოფისის მდგომარეობის, დამლაგებლებისა და გარე მომწოდებლების მუშაობის კონტროლი;
  • სახარჯო მასალების (წყალი, ყავა, საოფისე და საყოფაცხოვრებო ნივთები) შესყიდვა და მარაგების მართვა;
  • სერვის კომპანიებთან კომუნიკაცია და კონტრაქტების კოორდინაცია;
  • მსუბუქი ადმინისტრაციული და ოპერაციული დავალებების შესრულება.
  • დოკუმენტაციის სტრუქტურირება და ორგანიზება (Google Drive / Notion / ოფლაინ არქივი);
  • ტექნიკის ინვენტარიზაცია და თანამშრომელთა ონბორდინგის პროცესში მხარდაჭერა;
  • კლიენტებთან კომუნიკაცია მესენჯერებისა და სოციალური ქსელების საშუალებით: დეტალების დაზუსტება და ვიზიტამდე/გარიგებამდე;
  • ბაზრის დამოუკიდებლად მონიტორინგი: კურსებისა და მნიშვნელოვანი სიახლეების რეგულარული თვალყურის დევნება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება საბანკო სფეროში (ოპერაციები, სალარო, ადმინისტრაციული მართვა, პროცესების კონტროლი) ან საოპერაციო როლში (დავალებების კოორდინაცია, შესრულების კონტროლი, ანგარიშგება);
  • ძლიერი ფინანსური უნარები: ციფრებზე ორიენტიებულობა, მაღალი სიზუსტე და პასუხისმგებლობა;
  • ინგლისური ენის ცოდნა (დამატებითი უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
  • სტრესულ გარემოში დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • Google Workspace-ის (განსაკუთრებით Google Sheets) ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • კრიპტოვალუტის მუშაობის საბაზისო პრინციპების ცოდნა: საფულეები, ქსელები, ტრანსფერები, დადასტურებები და საკომისიოები (მომხმარებლის დონეზე);
  • საოპერაციო მიმართულებით კვალიფიკაციის ამაღლების და პროფესიული ზრდის სურვილი.

დაინტერესების შემთხვევაში რეზიუმე გაგვიზიარეთ შემდეგ ელ.ფოსტაზე: recruitment@boundsolutions.ge

CV-ს გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ:
თქვენი პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი,
დაბადების თარიღი, ელფოსტა, ინფორმაცია განათლებისა და სამუშაოგამოცდილების (ადგილის) შესახებ და სხვა თქვენს მიერ მოწოდებული
დამატებითი ინფორმაცია) დამუშავდეს ან/და შენახულ იქნეს შპს „ბოუნდ ეიჩარ
სოლუშენის” მიერ;
ასევე ეთანხმებით, პერსონალური ინფორმაციის გადაცემას მესამე პირებისათვის
(დამსაქმებელი კომპანიებისათვის);
პერსონალური ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ კანდიდატების
(სამუშაოს მაძიებლის) შერჩევის პროცესში;
პერსონალური ინფორმაციის შენახვის ვადა შეადგენს 1 (ერთი) წელს;
აქვე განგიმარტავთ, რომ თქვენ ნებისმიერ დროს გაქვთ უფლება გამოიხმოთ
აღნიშნული თანხმობა და მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების
დამუშავების შეწვეტა (მათ შორის: წაშლა, განადგურება და ა.შ.).
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ოფისის მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები