შემდეგი
09 თებ - 10 მარ
სტარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: იურიდიული
იურისპრუდენცია - ინდუსტრია / სფერო: მშენებლობა
სამშენებლო მასალები - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: (+ ბონუსი)
- დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ჯანმრთელობის დაზღვევა,უფასო კვება
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 2 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):იურიდიული
იურისპრუდენცია - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):მშენებლობა
სამშენებლო მასალები - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ინგლისური,რუსული
შპს „პალატი“, პირველი ქართული ფანერის მწარმოებელი კომპანია საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას ქალაქ რუსთავში, იურისტის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი - სრული;
მდებარეობა - ქ. რუსთავი, მაზნიაშვილის 4 ;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- განათლება - სამართალმცოდნეობის ბაკალავრი;
- აუცილებელია სახელშეკრულებო სამართლის მიმართულებით მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;
- უცხოენოვანი ხელშეკრულებების მომზადების გამოცდილება;
- აუცილებელია რუსულისა და ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
- საოფისე პროგრამების ცოდნა.
ძირითადი მოვალეობები:
- იურიდიული კონსულტაციის გაწევა კომპანიის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულებისთვის დასმულ საკითხებზე სამართლებრივი დასკვნის მომზადება;
- კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული კანონმდებლობის ცვლილების მონიტორინგი და ანალიზი;
- სამართლებრივი პროცედურების შემუშავება და ინსტრუქციების შედგენა;
- კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა სამართლებრივი დოკუმენტების შედგენა;
- წინასახელშეკრულებო და სხვა მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღება, ხელშეკრულებების შედგენა, განხილვა, ვიზირება და გაფორმება;
- საკორპორაციო დოკუმენტების (წესდება, კრების ოქმი და სხვა) შედგენა;
- საპროცესო დოკუმენტების (სარჩელი, შესაგებელი, საჩივარი, განცხადება, შეთანხმება და სხვა) შედგენა, წარმომადგენლობა კერძო არბიტრაჟსა და სასამართლოში; წარმომადგენლობა სააღსრულებო საქმის წარმოებაში.
სასურველი თვისებები და უნარ-ჩვევები:
- კომპიუტერის გამოყენების ფართო უნარ-ჩვევები;
- კომუნიკაბელურობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- საქმის ორგანიზების და დაგეგმის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
კვებას;
ჯანმრთელობის დაზღვევას;
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: HR@palatillc.com და წერილის დანიშნულებაში (Subject) მიუთითე პოზიციის დასახელება - იურისტი რუსთავში.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე არაუმეტეს 3 წლის ვადით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ შერჩევის პროცესის წარმოების მიზნით.
იურიდიული
იურისპრუდენცია
ნახვები
უნიკალური ნახვები