06 თებ - 22 თებ
სტარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR)
სოციალური მედიის მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო: მშენებლობა
მშენებლობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 2 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR)
სოციალური მედიის მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):მშენებლობა
მშენებლობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- ენები: ინგლისური
კომპანია „არქი“, წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 50-მდე პროექტი და ამჟამად გვაქვს 25-ზე მეტი მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.
„არქი“-ში ვეძებთ სოციალური მედიის მენეჯერს და მისი ძირითადი ფუნქციები იქნება:
- ციფრული პლატფორმების მართვა (Facebook, Tiktok, Linkedin, Instagram);
- სოციალური ქსელებისთვის საკომუნიკაციო სტრატეგიის შექმნა;
- სამიზნე აუდიტორიების განსაზღვრაში მონაწილეობის მიღება;
- არსებული სტრატეგიის მიხედვით, ციფრული არხებისთვის კონტენტის შექმნაში აქტიური ჩართულობა;
- სოციალური მედია კამპანიების დაგეგმვა და გუნდთან ერთად განხორციელება;
- კრეატიული ბრიფების მომზადება;
- სოციალური ქსელებისთვის შესაბამისი ტონის, სტილისა და ვიზუალური ენის შერჩევა;
- სოციალური მედიის შედეგების მონიტორინგი, მიმდინარე მდგომარეობის ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება გაუმჯობესების მიზნით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- აუცილებელია, მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- აუცილებელია, Facebook, LinkedIn, Instagram, Tiktok გვერდების ადმინისტრირების გამოცდილება;
- აუცილებელია, ინგლისური ენის C1 დონეზე ცოდნა.
- სასურველია, გამოცდილება მოკლე ვიდეო კონტენტის (TikTok, Reels, Shorts) სცენარების შექმნასა და მომზადებაში.
ჩვენ კი გთავაზობთ:
- პოზიტიურ და სტაბილურ გარემოს;
- მრავალფეროვან საქმეს და განვითარების ხელშეწყობას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- სამუშაო დროს: არაუმეტეს 40 საათისა კვირაში;
- სამუშაო ადგილი: სათავო ოფისი, მ.თამარაშვილის 13ი.
თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2026 წლის 22 თებერვლის ჩათვლით:
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR)
სოციალური მედიის მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები
