შემდეგი
დღეს - 07 მარ
ვიპ CV
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ინჟინერია
ელექტრო ინჟინერია ენერგეტიკა ქვესადგურის ოპერირება - ინდუსტრია / სფერო: ენერგეტიკა და სამთო სამუშაოები
ნავთობი და ენერგეტიკა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: საველე
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):ინჟინერია
ელექტრო ინჟინერია ენერგეტიკაქვესადგურის ოპერირება - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):ენერგეტიკა და სამთო სამუშაოები
ნავთობი და ენერგეტიკა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი, პროფესიული კოლეჯი
- ენები: ქართული
სს „ვინდ ფაუერ“ აცხადებს ვაკანსიას ქვესადგურის უფროსის პოზიციაზე.
კომპანიის შესახებ
სს „ვინდ ფაუერ“ არის შპს „ფერის“ შვილობილი კომპანია. იგი ახორციელებს საქართველოში ყველაზე დიდ ქარის ელექტროსადგურის პროექტს - 206 მეგავატი დადგმული სიმძლავრის რუისის ქარის ელექტროსადგურს ქარელის მუნიციპალიტეტში. კომპანიის მიზანია განახლებადი ენერგიის წარმოება და ელექტროენერგიის რეალიზაცია საქართველოს ბაზარზე.
ფუნქციები:
- ქვესადგურის ელექტრო მოწყობილობებისა და შენობა-ნაგებობების უსაფრთხო ექსპლუატაციის უზრუნველყოფა;
- ქვესადგურის ოპერატიულ-ტექნიკურ მომსახურებაზე კონტროლი მოქმედი ინსტრუქციებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის შესაბამისად;
- ელექტრო დანადგარების შეკეთებაში ჩაყენების, შეკეთებიდან გამოყვანისა და ელექტრო ქსელზე მიერთების სამუშაოების ორგანიზება;
- ავარიებისა და სხვა ტექნიკური უწესივრობების ლიკვიდაციის სამუშაოების ორგანიზება და კოორდინაცია;
- ავარიული სიტუაციებისას საევაკუაციო გეგმის შესაბამისად პერსონალის უსაფრთხო გამოყვანის ორგანიზება;
- ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრის ოპერატიული პერსონალის, ასევე კომპანიის ხელმძღვანელისა ან სხვა უფლებამოსილი პირის განკარგულებებისა და მოთხოვნების შესრულება
მოთხოვნები:
- უმაღლესი ან პროფესიული განათლება ელექტროენერგეტიკის ან ენერგეტიკის მიმართულებით;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- მაღალი ძაბვის ელექტრო მოწყობილობებთან მუშაობის პრაქტიკული ცოდნა;
- ოპერატიული გადართვების წესებისა და ელექტრო უსაფრთხოების ნორმების ცოდნა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
სამუშაო ადგილი: ქარელის რაიონი, სოფელი რუისი
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00. შესვენება 1 საათი
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „ გაგზავნე CV“ ღილაკის საშუალებით.
CV-ის წარმოდგენის ბოლო ვადაა: 6 მარტი, 2026 წელი
ინჟინერია
ელექტრო ინჟინერია
ენერგეტიკა
ქვესადგურის ოპერირება
ნახვები
უნიკალური ნახვები
გაგზავნილი CV-ები 0