30 იან - 27 თებ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ინჟინერია
ელექტრო ინჟინერია - ინდუსტრია / სფერო: წარმოება
შეფუთვა და კონტეინერები - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ჯანმრთელობის დაზღვევა
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ინგლისური,რუსული
"ალფა პეტი“ აცხადებს ვაკანსიას ელექტრონული სისტემების ინჟინერის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა:
- ნატახტარი, სოფ. მისაქციელი.
- დასაქმებულების ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს კომპანია.
სარგებელი:
- ჯანმრთელობის დაზღვევა.
ძირითადი ფუნქციები:
- მანქანებისა და დამხმარე მოწყობილობების ელექტრონიკის გაშვება და რეგულირება.
- მოწყობილობებისა და დანადგარების ტექნიკური აუდიტი და ინსპექტირება.
- ტექნიკის ელექტრონული ნაწილის სწორად მუშაობის მონიტორინგი და ნებისმიერი შეუსაბამობის შესახებ ხელმძღვანელის ინფორმირება .
- პრობლემების მოგვარება, შეკეთება.
- არსებული აღჭურვილობისა და ახალი მოწყობილობების ელექტრონიკის კონსულტაცია.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ელექტრონიკის, ელექტრო ინჟინერიის ან მონათესავე მიმართულებით.
- სამრეწველო დანადგარებისა და მოწყობილობების ელექტრონიკის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება.
- ელექტრონული სქემების წაკითხვისა და ანალიზის უნარი.
- ტექნიკური აუდიტისა და ინსპექტირების გამოცდილება.
- დიაგნოსტიკის, პრობლემების აღმოჩენისა და შეკეთების პრაქტიკული უნარები.
- ახალი ტექნიკის გაშვებისა და კონფიგურაციის პროცესში მონაწილეობის გამოცდილება.
- ტექნიკური დოკუმენტაციის წაკითხვის უნარი (ინგლისურ ენაზე).
- საოფისე პროგრამებთან მუშაობის საბაზისო ცოდნა.
პიროვნული უნარები:
- დეტალებზე ორიენტირებულობა.
- ანალიტიკური აზროვნება და პრობლემების გადაჭრის უნარი.
- დამოუკიდებლად და გუნდში მუშაობის უნარი.
- დროის ეფექტური მართვა.
დეტალური პირობების გასაცნობად, გთხოვთ, გადახვიდეთ ბმულზე:https://alfa-pet.selfrecruit.ge/s/iaW8F
ინჟინერია
ელექტრო ინჟინერია
ნახვები
უნიკალური ნახვები
