06 თებ - 17 თებ
კომერციული განვითარების მენეჯერი
თბილისი, დიდი დიღომი, აღმაშენებლის ხეივანი

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები კომერციული სტრატეგია, კომერციული ოპერაციები და შესრულება
  • ინდუსტრია / სფერო: საცალო ვაჭრობა საცალო ვაჭრობა სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები ტანსაცმელი, აქსესუარები და მოდა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 5 წლიდან
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    გაყიდვები კომერციული სტრატეგია, კომერციული ოპერაციები და შესრულება
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    საცალო ვაჭრობა საცალო ვაჭრობა
    სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები ტანსაცმელი, აქსესუარები და მოდა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
  • საგანმანათლებლო პროგრამები: ბიზნესის ადმინისტრირება, ეკონომიკა, ფინანსები
  • ენები: ქართული,ინგლისური
შპს ,,აი სი არ ტრეიდი“ აცხადებს ვაკანსიას კომერციული განვითარების მენეჯერის პოზიციაზე

ICR ჯგუფი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ორგანიზაციაა საცალო ბიზნესის სფეროში საქართველოში. კომპანიამ 1993 წელს დაიწყო საქმიანობა ქართულ ბაზარზე და ამჟამად 1000-მდე თანამშრომელი ჰყავს. "აი სი არ ჯგუფი" წარმოადგენს ფეხსაცმლის, ტანსაცმლის, აქსესუარების, ავეჯის საერთაშორისო ბრენდებსა და კვების ობიექტებს. იგი საქართველოს ბაზარზე რამდენიმე შვილობილი კომპანიითაა წარმოდგენილი.
"აი სი არ ჯგუფის" ერთ-ერთი კომპანია "შპს აი სი არ ტრეიდი" წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ისეთ საერთაშორისო და ლოკალურ ბრენდებს, როგორებიცაა: ბატა, ბამბინო, ეკკო, ჯეოქსი, სტუდიო ფეხსაცმლის გალერეა, ლაბორატორია ფეხსაცმლის გალერეა, ავ ლაბი, კორსო იტალია, სკარპიერა, რიფლეი, ოკაიდი, ჟაკადი. დღეისათვის კომპანია მართავს 60-ზე მეტ მაღაზიას, რომლებიც განთავსებულია როგორც თბილისში, ასევე საქართველოს სხვა დიდ ქალაქებში: რუსთავი, ზუგდიდი, ქუთაისსა და ბათუმში.
ჩვენ გთავაზობთ, ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ, მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს, ჩვენი მიზანია თითოეულ თანამშრომელს მიეცეს პროფესიული ზრდის შესაძლებლობა სტაბილურ და პერსპექტიულ სამუშაო სივრცეში.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი 125
სამუშაო განაკვეთი: სრული

ძირითადი ფუნქცია- მოვალეობები:
  • კომპანიის სტრატეგიის განსაზღვრისა და მხარდაჭერის მიზნით კომერციული მაჩვენებლების ანალიზი სხვადასხვა ჭრილში;
  • მენეჯმენტისათვის ანალიტიკური ანგარიშების მომზადება და რეკომენდაციების მიწოდება;
  • წლიური და სეზონური ბიუჯეტირების პროცესში მონაწილეობა: პროგნოზირების მოდელების შექმნა, მონაცემების დამუშავება, გეგმებისა და ფაქტების შედარება;
  • გაყიდვების და ქსელის განვითარების ტენდენციების შესწავლა ბაზრის მონაცემებზე დაყრდნობით;
  • კომერციული განვითარების ინიციატივების მხარდაჭერა, სიმულაციური ანალიზების მომზადება და შესაბამისი პროექტების კოორდინაცია;
  • Excel-ზე და ბიზნეს ანალიტიკურ სისტემებზე დაფუძნებული სამუშაო ფაილებისა და ვიზუალიზაციების შექმნა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის ან ფინანსების მიმართულებით;
  • მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება რელევანტურ პოზიციაზე;
  • დიდი მოცულობის მონაცემთა ბაზებთან მუშაობა, ინფორმაციის დამუშავება (xlsx და სხვა);
  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • სამუშაო გამოცდილება საცალო გაყიდვების ინდუსტრიაში (უპირატესობად ჩაითვლება).

საჭირო კომპეტენციები:
  • მიზანდასახულობა და შედეგებზე ორიენტირებულობა;
  • დაგეგმვის და პრიორიტეტების მართვის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებული მუშაობის სტილი;
  • გამოცდილება ბიუჯეტირების, კომერციული ანალიზისა და დაგეგმვის მიმართულებით.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებასგაგზავნე CV“ ღილაკის საშუალებით

გისურვებთ წარმატებას!
გაყიდვები
კომერციული სტრატეგია,
კომერციული ოპერაციები და შესრულება
ნახვები
უნიკალური ნახვები