30 იან - 28 თებ
ვიპ
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები
კომერციული სტრატეგია, კომერციული ოპერაციები და შესრულება - ინდუსტრია / სფერო: მშენებლობა
მშენებლობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 1500
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 5 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):გაყიდვები
კომერციული სტრატეგია, კომერციული ოპერაციები და შესრულება - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):მშენებლობა
მშენებლობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- ენები: ქართული
საინჟინრო-საკონსტრუქტორო კომპანია Cubicon, რომელიც 2015 წლიდან ქმნის მაღალ სტანდარტს სამოქალაქო ინჟინერიის სფეროში, აცხადებს ვაკანსიას კომერციული მენეჯერის პოზიციაზე.
ჩვენი პორტფელი მოიცავს 500-ზე მეტ დასრულებულ ობიექტს (2,500,000+ კვ.მ.), მათ შორის ისეთ მასშტაბურ პროექტებს, როგორიცაა თიბისი ბიზნეს ცენტრი, არქი თაუერი, კოკა-კოლას საწარმო, ყინულის მოედანი და ა.შ. ჩვენ ვეძებთ პროფესიონალს, რომელიც სათავეში ჩაუდგება კომპანიის კომერციულ განვითარებას და უზრუნველყოფს მაღალი ღირებულების საინჟინრო გადაწყვეტილებების პოზიციონირებას ბაზარზე.
ძირითადი ფოკუსი და პასუხისმგებლობა:
- სტრატეგიული ბიზნეს განვითარება: კომპანიის კომერციული მიზნების განსაზღვრა და მათი რეალიზაციის სამოქმედო გეგმის შემუშავება. საფინანსო-საკონსულტაციო ჯგუფთან მჭიდრო თანამშრომლობა ფინანსური პროცესების მართვისა და ოპტიმიზაციის მიზნით;
- B2B ურთიერთობების მართვა: გრძელვადიანი, ნდობაზე დაფუძნებული პარტნიორობის ჩამოყალიბება მსხვილ დეველოპერულ, საინვესტიციო და სახელმწიფო სექტორებთან;
- კომპლექსური მოლაპარაკებები: მაღალტექნოლოგიური საინჟინრო სერვისების გაყიდვების ციკლის სრული მართვა. პოტენციური კლიენტების მოძიება და მათთან პროფესიული კომუნიკაცია, რაც გულისხმობს სამშენებლო-საპროექტო სპეციფიკის სიღრმისეულ ცოდნას კუბიკონის სერვისების სწორად პრეზენტაციისა და დამკვეთის საჭიროებებზე მორგებისთვის;
- ფინანსური ეფექტურობის მართვა: კომპანიის მომგებიანობის მონიტორინგი, ფინანსური მაჩვენებლების ანალიზი, პროექტების ფინანსური სიჯანსაღის კონტროლი და ფასწარმოქმნის სტრატეგიის მართვა საფინანსო-საკონსულტაციო ჯგუფთან კოორდინაციით. კომერციული რისკების შეფასება და ბიუჯეტირების პროცესის ოპტიმიზაცია კომპანიის ეკონომიკური მდგრადობის შესანარჩუნებლად.
- ბაზრის ანალიტიკა: სამშენებლო სექტორში არსებული ტენდენციების მუდმივი მონიტორინგი და კომპანიის კონკურენტული უპირატესობების ფორმირება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება კომერციული მიმართულებით საინჟინრო, სამშენებლო ან მსხვილი ბიზნეს-კონსალტინგის სფეროში;
- სექტორული კომპეტენცია: სამშენებლო-საპროექტო სპეციფიკის კარგად ცოდნა და მასში გარკვევა, რაც აუცილებელია კლიენტებთან ტექნიკურ დონეზე მოლაპარაკებების საწარმოებლად;
- ფინანსური წიგნიერება: საფინანსო საქმიანობის საფუძვლების ცოდნა პროცესების მართვისა და ფინანსურ ჯგუფებთან კომუნიკაციისთვის;
- ენების ფლობა: ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე (აუცილებელი პირობა)
- უნარები: მაღალი დონის ბიზნეს-კომუნიკაციის, კომპლექსური B2B გაყიდვებისა და მოლაპარაკების წარმოების უნარი; სტრატეგიული ხედვა და გამოკვეთილი ორიენტაცია შედეგებზე.
რას სთავაზობს Cubicon კანდიდატს:
- შესაძლებლობას, გახდეთ ქვეყნის ერთ-ერთი წამყვანი საინჟინრო ბრენდის კომერციული გუნდის ლიდერი;
- პროფესიულ გარემოს, სადაც პრიორიტეტია ხარისხი და ინოვაცია;
- ინდივიდუალურ მოლოდინებზე მორგებულ, კონკურენტულ ანაზღაურებასა და საბონუსე სისტემას.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV: [HR@cubicon.ge]
ვებ-გვერდი: cubicon.ge
გაყიდვები
კომერციული სტრატეგია,
კომერციული ოპერაციები და შესრულება
ნახვები
უნიკალური ნახვები
