06 თებ - 07 მარ
ხარისხის კონტროლის ინსპექტორი
თბილისი

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა ხარისხის კონტროლი
  • ინდუსტრია / სფერო: მშენებლობა მშენებლობა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: 1-დან 3 წლამდე
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა ხარისხის კონტროლი
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    მშენებლობა მშენებლობა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
  • ენები: ინგლისური
სამშენებლო კომპანია მეტტა|Metta 2018 წელს შეიქმნა. ორგანიზაციას საერთაშორისო გამოცდილების მქონე ახალგაზრდა პროფესიონალთა გუნდი ხელმძღვანელობს. გუნდის მთავარი მიზანია თანამედროვე და ინოვაციური მიდგომების დანერგვა სამშენებლო სფეროში. კომპანია აქტიური განვითარების ეტაპზეა და, შესაბამისად, ახალგაზრდა, მოტივირებულ და აქტიურ ადამიანებს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენისა და განვითარების დიდ შესაძლებლობებს სთავაზობს.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს www.metta.ge

მეტტა|Metta სამშენებლო ობიექტებისათვის ეძებს გამოცდილ პროფესიონალს ხარისხის კონტროლის ინსპექტორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, სამშენებლო ობიექტის ლოკაცია დაზუსტდება გასაუბრების ეტაპზე
სამუშაო განაკვეთი: სრული

ჩვენ გთავაზობთ: კოლეგიალურ, ურთიერთ პატივისცემაზე აშენებულ სამუშაო გარემოს, დაკომპლექტებულს დარგის მოწინავე პროფესიონალებით, რომლებიც მზად არიან გააზიარონ ცოდნა და გამოცდილება.

ხარისხის კონტროლის ინსპექტორის როლი განისაზღვრება მის კომპეტენციაში შემავალი სამშენებლო ობიექტისათვის, სამშენებლო მოედანზე ხარისხის კონტროლი, პროექტის შესრულების ხარისხის პროექტის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით.
ხარისხის კონტროლის ინსპექტორის პასუხისმგებლობა და ძირითადი სამუშაო ფუნქციები მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება შემდეგით:

ძირითადი მოვალეობები:
  • სამშენებლო მოედანზე შესრულებული სამუშაოების მონიტორინგი, პროექტის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.
  • სამშენებლო მოედანზე ჩასატარებელ ყველა ტესტების, ინსპექტირების განხორციელება საპროექტო სპეციფიკაციების, პროცედურების და რეკომენდირებული სტანდარტების შესაბამისად.
  • ხარისხის კონტროლის ჩანაწერების წარმოება პროექტთან დაკავშირებით.
  • დეფექტების ხარისხის მონიტორინგი და ანალიზი, კონსულტაცია და კორექტირებადი მოქმედებების განხილვა პროექტების მენეჯერებთან.
  • სატესტო და საზომი აღჭურვილობის კალიბრაციის სერტიფიკატების მონიტორინგი და გადამოწმება.
  • სამშენებლო მოედანზე მიწის, ბეტონის, შიდა და გერე სამუშაოების მონიტორინგი და კონტროლი.
  • ინერტული მასალების ტესტირების მოთხოვნები,ლაბორატორიული ტესტის ოქმის მოპოვება და გადამოწმება.
  • მასალის მიღების ინსპექტირება საპროექტო ნახაზის შესაბამისად.
  • ყოველი დასრულებული სამუშაო ეტაპის რაპორტინგი.
  • ზემოთ აღნიშნული სამუშაო პროცესის სრულად დოკუმენტირება.

ძირითადი მოთხოვნები:
  • ბაკალავრის ხარისხი სამოქალაქო ინჟინერიაში, სამშენებლო მენეჯმენტში, ან მასთან დაკავშირებულ სფეროში. მაგისტრის ხარისხს მიენიჭება უპირატესობა.
  • სამშენებლო მოედანზე მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება, აქედან მინიმუმ 1 წლიანი ხარისხის კონტროლის მიმართულებით.
  • საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამშენებლო ტექნიკური ნორმების რეგლამენტები
  • ხარისხის მართვის სისტემების, სამშენებლო სტანდარტებისა და უსაფრთხოების რეგულაციების საფუძვლიანი ცოდნა.
  • MS office-ის სამუშაო დონეზე ფლობა.
  • AutoCAD-ის საშუალო დონეზე ფლობა.
  • ინგლისური ენის სამუშაო დონეზე ფლობა

განაცხადის გასაკეთებლად და რეზუმეს ასატვირთად, გთხოვთ, გადადით ბმულზე: https://wkf.ms/3OlqRby

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ვაკანტურ პოზიციაზე განაცხადის შემოტანით, თქვენ აცხადებთ თანხმობას "მეტტა"-ს მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე და/ან მათი იმ ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია თანამშრომლობს შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე/განაცხადი შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა, უფრო რელევანტური ვაკანსიისათვის. გამოგზავნილი რეზიუმე/განაცხადი შესაძლოა შენახულ იქნას 3 წლის განმავლობაში.

ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ხარისხის კონტროლი
ნახვები
უნიკალური ნახვები