31 იან - 20 თებ
კონტაქტ ცენტრის სომხურ-რუსულენოვანი ოპერატორი
თბილისი

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები მომხმარებელთა მომსახურების სრულყოფა ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა ქოლ-ცენტრი
  • ინდუსტრია / სფერო: საცალო ვაჭრობა საცალო ვაჭრობა სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები საყოფაცხოვრებო ნივთები - FMCG
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ჯანმრთელობის დაზღვევა,უფასო კვება,ფიტნესი და გამაჯანსაღებელი პროგრამები,ფასდაკლებები ჩვენს ან პარტნიორ კომპანიებში

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
  • ენები: რუსული,სომხური
სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" აცხადებს ვაკანსიას კონტაქტ ცენტრის სომხურ-რუსულენოვანი ოპერატორის პოზიციაზე, თბილისში.

ჩვენს გუნდში მუშაობის დაწყების შემთხვევაში, მე, მაგდა ჯიბლაძე, როგორც ამ განყოფილების ხელმძღვანელი, გასწავლით ეფექტური კომუნიკაციის მეთოდებს და ტექნიკებს, რაც დაგეხმარებათ იმაში, რომ თქვენი კომუნიკაცია მომხმარებელთან იყოს წარმატებული. თქვენი მომავალი გუნდის წევრები კი გაგიმარტივებენ ადაპტაციის პროცესს, რაც განაპირობებს თქვენ წარმატებულ მუშაობას.
"გორგია" პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც უკვე ევროკავშირში საცალო ვაჭრობით არის წარმოდგენილი. გორგია მომხმარებლებს 4 000 ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 50 000-ზე მეტი დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს. დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 2000-ზე მეტ თანამშრომელს, კომპანიის მთავარი ღირებულებებია: მუდმივი განვითარება; წარმატების გაზიარება; ჩვენ არასოდეს ვამბობთ "არ" ან "ვერ", შეუძლებელი არაფერია.
კომპანიისთვის მთავარი მიზანია ხარისხიანი პროდუქცია შესთავაზოს მომხმარებელს და კონკურენტული იყოს დაბალი ფასის შეთავაზებით.
გორგია წარმოდგენილია 14 ფილიალით, როგორც საქართველოში ყველა დიდ ქალაქში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, კერძოდ ბულგარეთში. კომპანიას ჰყავს გამოცდილი და კვალიფიციური გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს შესყიდვებისა და გაყიდვების საერთაშორისო ტექნოლოგიების ცოდნის გაზიარებას.
კომპანიაში დაგხვდებათ სტაბილური, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ინოვაციური და დინამიკური სამუშაო გარემო.

ჩვენ გთავაზობთ:
  • პროფესიული და კარიერული
  • განვითარების რეალურ შესაძლებლობას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • კვებას;
  • თანამშრომლის ფასდაკლებას;
  • Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას.

ფუნქცია-მოვალეობები:
  • მომხმარებელთათვის სწრაფი, ხარისხიანი და მაღალკვალიფიციური მომსახურების გაწევა;
  • პრობლემური საკითხების იდენტიფიცირება და შესაბამის განყოფილებასთან დაფიქსირება;
  • საქმიანობის პროცესთან დაკავშირებული ცალკეული დოკუმენტის ან სხვა მასალის თარგმნა;
  • საჭიროებისამებრ, გამავალი ზარების განხორციელება.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სრული ზოგადი განათლება;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • სომხური და რუსული ენის ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • გამართული კომუნიკაციის უნარი;
  • ორგანიზებული;
  • სიახლეებისადმი სწრაფად ადაპტაციის უნარი;
  • როგორც გუნდთან, ასევე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „ გაგზავნე CV“ ღილაკის საშუალებით.
გისურვებთ წარმატებას!
გაყიდვები
მომხმარებელთა მომსახურების სრულყოფა
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ქოლ-ცენტრი
ნახვები
უნიკალური ნახვები