30 იან - 28 თებ
შერჩევის სტაჟიორი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადამიანური რესურსები HR მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო: სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები საკვები და სასმელები
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: სტაჟირება
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
  • ენები: ქართული
სს „მარგებელი ჰოლდინგი“ ქართველი და შვეიცარელი ინვესტორების მიერ ოთხი მსხვილი კომპანიის გაერთიანების შედეგად დაფუძნებული ჰოლდინგია, რომლის შექმნაც მჭიდროდ უკავშირდება სს „წყალი მარგებლის“ (ნაბეღლავი, ბახმარო, რაუხის წვენები) წარმატების ხანგრძლივ ისტორიას.
დღეისათვის „მარგებელი ჰოლდინგის“ შემადგენლობაშია ოთხი კომპანია - სს „წყალი მარგებელი“, შპს „ენგადი“, შპს „მარნეულის სასურსათო ქარხანა“, შპს „მარნეული აგრო“.
ამჯერად, სს „მარგებელი ჰოლდინგში“ შემავალი სადისტრიბუციო კომპანია „ენგადი“ აცხადებს ვაკანსიას შერჩევის სტაჟიორის პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
ანაზღაურება: ფიქსირებული ანაზღაურება, ჯანმრთელობის დაზღვევა

ძირითადი მოვალეობები:
  • არსებული სამუშაო აღწერილობების მიხედვით ვაკანსიის ტექსტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
  • ვაკანსიების განთავსების პროცესის მხარდაჭერა და ჩართულობა;
  • შემოსული რეზიუმეების ბაზაში ასახვა;
  • ფრონტის პოზიციებზე კანდიდატებთან კომუნიკაცია — პირველადი სატელეფონო გასაუბრებების ჩატარება და მათთვის საჭირო ინფორმაციის გაზიარება პოზიციის სპეციფიკასთან დაკავშირებით;
  • შერჩეულ კანდიდატებთან სხვადასხვა ტიპის გასაუბრებების ჩანიშვნა და ჩატარება;
  • კანდიდატთა მონაცემების განახლება ბაზებში ან HR სისტემებში;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • აუცილებელია არასრული უმაღლესი განათლება სოციალური მეცნიერებების ან ბიზნეს ადმინინსტრირების მიმართულებით;
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია ადამიანური რესურსების მართვის პრინციპების თეორიული ცოდნა;
  • MS Office;
  • უცხო ენების (ინგლისური, რუსული) საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;

უნარები/პიროვნული კომპეტენციები
  • ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის ძლიერი უნარი
  • მოლაპარაკებისა წარმოების უნარი
  • დროის მართვისა და დაგეგმვის უნარი
  • ანალიტიკური აზროვნება
  • დეტალებზე ორიენტირებული

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელ.ფოსტაზე: HR@bakhmaro.ge გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი და სამუშაოს ადგილმდებარეობა.


სს „მარგებელი ჰოლდინგი“ მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

სს „მარგებელ ჰოლდინგში“ თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სს „მარგებელი ჰოლდინგის“ მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
ადამიანური რესურსები
HR მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები