20 იან - 03 თებ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადამიანური რესურსები
HR მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო: დასვენება და მოგზაურობა
აზარტული თამაშები და კაზინოები - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): უფასო კვება,პარკინგის ადგილის უზრუნველყოფა,ბონუსები და წახალისება,ჯანმრთელობის დაზღვევა,ტრენინგები და პროფესიული ზრდის შესაძლებლობა
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 3 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):ადამიანური რესურსები
HR მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):დასვენება და მოგზაურობა
აზარტული თამაშები და კაზინოები - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- ენები: ქართული
ბეთლაივი აცხადებს ვაკანსიას უფროსი HR სპეციალისტი
ვაკანსიის დეტალური აღწერა გთხოვთ იხილოთ მოცემულ ბმულზე: https://betlivecom.hirehive.com/uprosi-hr-specialisti-tbilisi-wx8zvn
„ბეთლაივი“ არის ერთ-ერთი წამყვანი ონლაინ თამაშების პლატფორმა საქართველოში, კომპანიის მთავარი მიზანია შეუქმნას მომხმარებლებს ყველაზე სწრაფი, კომფორტული და მათზე მორგებული სათამაშო სივრცე.
ჩვენთან დაგხვდებათ მეგობრული გარემო, განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი, კარიერული წინსვლისა და დაწინაურების რეალური შესაძლებლობა.
ძირითადი მოვალეობები:
- HR პოლიტიკებისა და შიდა პროცედურების შექმნა, განახლება და დანერგვა;
- არსებული პროცესების რეგულარული შეფასება და ოპტიმიზაციის შეთავაზება, რომელიც შეესაბამება შიდა სტანდარტებს და კანონმდებლობის მოთხოვნებს;
- HR პროცესების მონიტორინგი და გაუმჯობესების ინიციატივების შეთავაზება;
- მენეჯერების მხარდაჭერა სხვადასხვა საკითხში, როგორებიცაა შეფასება, მოტივაცია, თანამშრომელთა ჩართულობა და კეთილდღეობა;
- რეგულარული 1:1 შეხვედრების ჩატარება მენეჯერებთან საჭიროებების, გამოწვევებისა და დეპარტამენტების დინამიკის გასაანალიზებლად;
- შიდა კომუნიკაციის და თანამშრომელთა უკუკავშირის პროცესების მხარდაჭერა;
- ფოკუსირება ორგანიზაციის სტრუქტურისა და HR პროცესების განვითარებაზე, თანამშრომელთა ჩართულობისა და გამოცდილების გაუმჯობესებაზე;
- თანამშრომელთა კმაყოფილების კვლევების დაგეგმვა და ანალიზი.
ძირითადი მოთხოვნები:
- ადამიანური რესურსების სფეროში მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
- პროცედურების გაწერისა და ადმინისტრაციული პროცესების მართვის გამოცდილება;
- კომუნიკაციისა და მოლაპარაკების მაღალი;
- კონფლიქტების მართვის გამოცდილება და მაღალი ემოციური ინტელექტი;
სამუშაო პირობები:
- ორშაბათი - პარასკევი (On – site);
- სამუშაოს დრო: 10:00-19:00 სთ;
- ადგილმდებარეობა - თბილისი.
კომპანიაში მუშაობის დამატებითი ბენეფიტი:
- კვარტლური ბონუსი;
- კვება;
- პარკინგი;
- კორპორატიული დაზღვევა;
- პროფესიული ზრდა/განვითარების დაფინანსება.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ შეავსოთ მოთხოვნილი ინფორმაცია. ჩვენ აუცილებლად განვიხილავთ თქვენს კანდიდატურას.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ესტუმრეთ ჩვენს ვებ-გვერდს: http://www.betlive.com
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 3 თებერვალი, 2026.
ბეთლაივი გისურვებთ წარმატებას!
ვაკანსიის დეტალური აღწერა გთხოვთ იხილოთ მოცემულ ბმულზე: https://betlivecom.hirehive.com/uprosi-hr-specialisti-tbilisi-wx8zvn
ადამიანური რესურსები
HR მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები
