30 იან - 28 თებ
მთავარი კონდიტერი
ქობულეთის მუნიციპალიტეტი, ბუკნარი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: სასტუმრო / რესტორანი / კვება პურ-ფუნთუშეულის ცხობა, საკონდიტრო ნაწარმი და საცხობი
  • ინდუსტრია / სფერო: დასვენება და მოგზაურობა დასვენება, მოგზაურობა და ტურიზმი, სტუმართმოყვარეობა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • ანაზღაურება:
    ფიქსირებული 3000

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 3 წლიდან
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    სასტუმრო / რესტორანი / კვება პურ-ფუნთუშეულის ცხობა, საკონდიტრო ნაწარმი და საცხობი
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    დასვენება და მოგზაურობა დასვენება, მოგზაურობა და ტურიზმი, სტუმართმოყვარეობა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: პროფესიული კოლეჯი
  • ენები: ინგლისური
პრემიუმ ხარისხის ზღვისპირა სასტუმრო კომპლექსი Buknari Hotel მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროდან 10 მეტრში, ბათუმიდან 15 წუთის სავალზე.
სასტუმრო შედგება 104 ნომრისგან და აერთიანებს თანამედროვე ინფრასტრუქტურას, მათ შორის დახურულ და ღია აუზებს, რესტორნებს, პადელის მოედანს, ბიჩ-ქლაბსა და რეკრეაციულ სივრცეებს.
ჩვენ ვეძებთ პროფესიონალებს, რომლებიც შემოგვიერთდებიან გუნდში, რათა ბერთად უზრუნველვყოთ მაღალი სტანდარტის მომსახურება ჩვენი სტუმრებისთვის.

Buknari Hotel აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციებზე: მთავარი კონდიტერი
ხელფასი: 3 000 ლარი (NET)
მდებაროება: ბუკნარი

ძირითადი მოვალეობები:
  • საკონდიტრო სამზარეულოს სრული ოპერაციული მართვა;
  • დესერტების, ცომეულისა და საკონდიტრო პროდუქციის მენიუს დაგეგმვა, განვითარება და განახლება სასტუმროს კონცეფციის გათვალისწინებით;
  • მაღალი სტანდარტების დესერტების შექმნა ალაკარტე (a la carte), ბუფეტისა და ღონისძიებებისთვის;
  • საკონდიტრო გუნდის ხელმძღვანელობა, სამუშაო გრაფიკების შედგენა და პროცესის კოორდინაცია;
  • პერსონალის პროფესიული განვითარება, ტრენინგების ჩატარება და მუშაობის ხარისხის შეფასება;
  • საკონდიტრო პროდუქტის ხარისხის, გემოვნური თვისებებისა და ვიზუალური პრეზენტაციის მუდმივი კონტროლი;
  • რეცეპტურების სტანდარტიზაცია;
  • სამზარეულოს აღჭურვილობის სწორი გამოყენების კონტროლი;
  • ნედლეულის შეკვეთების დაგეგმვა და მარაგების კონტროლი;
  • ეფექტური თანამშრომლობა მთავარ შეფთან და F&B ზედამხედველთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება მთავარი კონდიტერის პოზიციაზე;
  • პროფესიული კულინარიული ან საკონდიტრო განათლება;
  • საკონდიტრო ტექნიკების სრულყოფილი თეორიული და პრაქტიკული ცოდნა;
  • HACCP და კვების უსაფრთხოების სტანდარტების სრულყოფილი ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • ეფექტური კომუნიკაციის და ლიდერული უნარები;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • კრეატიულობა და ვიზუალურ ესთეტიკაზე ორიენტირებულობა;
  • ორგანიზებულობა, დროის ეფექტური მართვა და დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV გაგვიზიარეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: Hr@buknarihotel.com

CV-ს გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ: თქვენი პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი,
დაბადების თარიღი, ელფოსტა, ინფორმაცია განათლებისა და სამუშაოგამოცდილების (ადგილის) შესახებ და სხვა თქვენს მიერ მოწოდებული
დამატებითი ინფორმაცია) დამუშავდეს ან/და შენახულ იქნეს შპს „ბოუნდ ეიჩარ
სოლუშენის” მიერ;
ასევე ეთანხმებით, პერსონალური ინფორმაციის გადაცემას მესამე პირებისათვის (დამსაქმებელი კომპანიებისათვის);
პერსონალური ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ კანდიდატების (სამუშაოს მაძიებლის) შერჩევის პროცესში;
პერსონალური ინფორმაციის შენახვის ვადა შეადგენს 1 (ერთი) წელს;
აქვე განგიმარტავთ, რომ თქვენ ნებისმიერ დროს გაქვთ უფლება გამოიხმოთ აღნიშნული თანხმობა და მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწვეტა (მათ შორის: წაშლა, განადგურება და ა.შ.).
სასტუმრო / რესტორანი / კვება
პურ-ფუნთუშეულის ცხობა,
საკონდიტრო ნაწარმი და საცხობი
ნახვები
უნიკალური ნახვები