26 იან - 24 თებ
გაყიდვების კონსულტანტი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები გაყიდვების წარმომადგენლობა და მოლაპარაკება, გაყიდვების კონსულტაცია და რჩევა, კლიენტთა მომსახურება
  • ინდუსტრია / სფერო: საცალო ვაჭრობა საცალო ვაჭრობა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • ანაზღაურება:
    ფიქსირებული 1200
    (+ ბონუსი)

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სასურველია გამოცდილება:
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):
    გაყიდვები გაყიდვების წარმომადგენლობა და მოლაპარაკება, გაყიდვების კონსულტაცია და რჩევა, კლიენტთა მომსახურება
  • ინდუსტრია / სფერო(სასურველი):
    საცალო ვაჭრობა საცალო ვაჭრობა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • ენები: ინგლისური
"MyDay" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქციები:
  • მომხმარებლის დახვედრა, ინფორმაციის მიწოდება პროდუქტთან და არსებულ (შესაძლო) აქციებთან დაკავშირებით
  • მომხმარებლის სრული და ჯეროვანი ინფორმირება კომპანიის მომსახურებების შესახებ
  • მომხმარებლისათვის პროდუქტის შერჩევაში დახმარება მომხმარებლის ინტერესების დაცვით
  • მომხმარებელთათვის შეთავაზებების გაკეთება დიზაინის, თემატიკის და ბიუჯეტის გათვალისწინებით
  • მომხმარებლის მიერ დაფიქსირებული პრეტენზიის/პრობლემის მაქსიმალური ყურადღებით აღმოფხვრა სერვის სტანდარტების დაცვით კომპეტენციის ფარგლებში, საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლის გადამისამართება უშუალო ხელმძღვანელთან
  • მომხმარებლის მოთხოვნების შეგროვება, რომელთა დაკმაყოფილება ვერ ხერხდება მიმდინარე პერიოდში
  • შეკვეთის მიღება, შესაბამის ფაილში აღრიცხვა და შეკვეთის მიწოდების დროული ორგანიზება და შესრულების მონიტორინგი
  • სალარო ოპერაციების წარმოება, ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით
  • სალაროში არსებული ნაღდი ფულის კონტროლი, ნაღდ ფულთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოება კომპანიის წესების დაცვით
  • დღის ბოლოს სალაროს დახურვა, ნავაჭრი ნაღდი ფულის დათვლა და სალაროში შენახვა
  • პროდუქტის განლაგება თაროებზე კომპანიის სტანდარტების შესაბამისად
  • თაროებზე განთავსებული პროდუქტის ხარისხის და სისუფთავის რეგულარული კონტროლი
  • ფას მაჩვენებლების კონტროლი
  • მარაგის კონტროლი მაღაზიის თაროებსა და საწყობში და მარაგებზე მატერიალური პასუხისმგებლობა
  • მიღებული პროდუქციის აღწერა და რეპორტის მიწოდება უშუალო ხელმძღვანელისათვის
  • სისუფთავის და წესრიგის უზრუნველყოფა მაღაზიაში, თითოეული პროდუქტის და თაროს რეგულარული გაწმენდა/მოწესრიგება
  • მიწოდების სერვისის წარმომადგენლებისათვის შეკვეთის მიღება, მიწოდების დეტალების სწორი რეგისტრაცია და შესაბამის პასუხისმგებელ პირზე გადაცემა შემდგომი დამუშავების მიზნით
  • კომპანიის სტანდარტებისა და შინაგანაწესის დაცვა
  • უშუალო ხელმძღვანელის/მიერ კომპანიის საოპერაციო მიზნებისა და ინტერესების ფარგლებში სხვა დავალებების შესრულება

განათლება და გამოცდილება
  • ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
  • სასურველია სააღრიცხვო-სასაწყობე პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება
  • საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ფლობა
  • კომპანიაში არსებული სტანდარტების, პოლიტიკის და პროცედურების ცოდნა
  • პროდუქტის მახასიათებლების და ფასების სრულყოფილი ცოდნა

პიროვნული მახასიათებლები:
  • თავაზიანი
  • ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი
  • გუნდში მუშაობის უნარი
  • დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი
  • პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე, ენერგიული და მოტივირებული
  • პუნქტუალური

ლოკაცია: კავსაძის #3 და/ან უნივერსიტეტის ქუჩა #17ა
გრაფიკი: კვირაში 40 სამუშაო საათი
ანაზღაურება: 1200ლ + საბონუსე სისტემა 6 თვიანი გამოსაცდელი პერიოდის დასრულების შემდეგ

გთხოვთ გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: hello@my-day.ge.
გაყიდვები
გაყიდვების წარმომადგენლობა და მოლაპარაკება,
გაყიდვების კონსულტაცია და რჩევა,
კლიენტთა მომსახურება
ნახვები
უნიკალური ნახვები