21 იან - 19 თებ
სტანდარტი
ოფის მენეჯერი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@invet.com.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ოფისის მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო: ჯანდაცვა
ვეტერინარული - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია:
- ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):ჯანდაცვა
ვეტერინარული - ენები: ინგლისური,რუსული
ვეტერინარული კომპანია „ინვეტი“ აცხადებს ვაკანსიას ოფის მენეჯერის პოზიციაზე.
შპს „ინვეტი“ საქართველოში ვეტერინარულ სფეროში მოღვაწე ლიდერი კომპანიაა, რომელიც 25 წელია ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და ნერგავს თანამედროვე ტექნოლოგიებს ISO სტანდარტების შესაბამისად.
კომპანიის ძირითადი მიმართულებებია: ფერმერული მიმართულების ვეტერინარული სერვისების განვითარება, ფერმერული მიმართულების კომბინირებული საკვების წარმოება, ვეტერინარული მედიკამენტების წარმოება და იმპორტი, შინაური ცხოველების საკვები და მოვლისს საშუალებების რეალიზაცია/იმპორტი.
კომპანია საქართველოს მასშტაბით ფლობს 33 ფილიალს, სადაც ხდება როგორც ფერმერული მიმართულების პროდუქციის ასევე შინაური ცხოველებისთვის საჭირო პროდუქტების რეალიზაცია.
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი-პარასკევი 09:00-დან 18:00 საათამდე)
ანაზღაურება: 1500-1800 ლარი
ძირითადი მოვალეობები:
- შიდა და გარე დოკუმენტრბრუნვის მართვა/საქმისწარმოება;
- ყოველდღიური ელექტრონული კორესპონდენციის უზრუნველყოფა;
- საკურიერო ფოსტის მიღება–გაგზავნა;
- საჭიროებისამებრ უცხოელ პარტნიორებთან მიმოწერა;
- სტუმრებისთვის/მენეჯმენტისთვის: სასტუმროს, სავიზო პროცედურების, ავია ბილეთების ჯავშნის უზრუნველყოფა;
- ადმინისტრაციული შესყიდვების საჭიროების მოგროვება და დროული შესყიდვების განხორციელება;
- დირექტორის კალენდრის მართვა;
- საქმიანი შეხვედრებისა და შიდა შეხვედრების ორგანიზება;
- შეხვედრებისთვის საჭირო ინვენტარით მომარაგება;
- ოფისში სტუმრების დახვედრა/მიღება;
- კომპანიაში შემოსულ სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა და გადამისამართება;
- ოფისის წესრიგის/სისუფთავის კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო და წერით დონეზე ცოდნა;
- MS Office-ის (Word, Excel) Power Point ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
- ანალიტიკური აზროვნება;
- სწორი კომუნიკაციის უნარი;
- დროის მართვის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი.
„ინვეტი“ გთავაზობთ დინამიურ სამუშაო გარემოს, პროფესიული და კარიერული ზრდის საშუალებას, კრეატიული იდეების გაზიარების შესაძლებლობას.
კომპანია მუდმივად ზრუნავს კადრების განვითარებაზე.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV ელ. მისამართზე hr@invet.com.ge არაუგვიანეს 2026 წლის 21 თებერვლამდე და ელექტრონული ფოსტის სათაურში მიუთითოთ სასურველი ვაკანსიის დასახელება.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე კომპანიის მიერ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში.
გისურვებთ წარმატებებს!
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ოფისის მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები
