23 იან - 18 თებ
სტარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები
B2B /კორპორატიული გაყიდვები - ინდუსტრია / სფერო: ფინანსები
დაზღვევა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 2 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):გაყიდვები
B2B /კორპორატიული გაყიდვები - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):ფინანსები
დაზღვევა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ინგლისური,ქართული,რუსული
სს „რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების უფროსი მენეჯერის პოზიციაზე.
სს „რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ -ინოვატორული ხედვის მქონე რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს მრავალფეროვან სადაზღვევო პროდუქტებსა და საერთაშორისო სტანდარტის მომსახურებას სთავაზობს.
სს „რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ -ინოვატორული ხედვის მქონე რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს მრავალფეროვან სადაზღვევო პროდუქტებსა და საერთაშორისო სტანდარტის მომსახურებას სთავაზობს.
დეტალურ ინფორმაციას კომპანიის შესახებ გთხოვთ გაეცნოთ მითითებულ ბმულზე: www.benefits.ge
მისამართი: 0108 თბილისი, გ. ჭანტურიას ქ. №5
სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათი-პარასკევი 09:30 – 18:30
ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობა:
- კორპორატიული კლიენტების მოძიება და ბიზნეს ურთიერთობების დამყარება სხვადასხვა სექტორში (ფინანსები, ლოჯისტიკა, ტექნოლოგიები, წარმოება და სხვ.);
- სრულფასოვანი B2B გაყიდვების ციკლის წარმართვა: საჭიროებების ანალიზი; შეთავაზების მომზადება; პრეზენტაცია; მოლაპარაკება; კონტრაქტის გაფორმება;
- არსებული კორპორატიული პორტფელის მართვა და გაყიდვების ზრდა (Upsell / Cross-sell);
- ბაზრის ტენდენციების ანალიზი და გაყიდვების ტაქტიკების მუდმივი გაუმჯობესება;
- არსებულ კლიენტებთან მუდმივი კონტაქტი კმაყოფილების უზრუნველყოფისა და ახალი/დამატებითი პროდუქტების შეთავაზების მიზნით;
- მუშაობა შიდა გუნდებთან შეთანხმებული შეთავაზების უზრუნველსაყოფად;
- შემოსავლების პროგნოზირება და გაყიდვების მიზნების შესრულების კონტროლი;
- სადაზღვევო აგენტების მუშაობის კოორდინაცია;
- პეროდული ანგარიშების წარდგენა უშუალო ხელმძღვანელთან.
რას ვითხოვთ:
- უმაღლეს განათლებას ბიზნესის, მენეჯმენტის ან ფინანსების სფეროში;
- მინიმუმ 2 წლიან გამოცდილებას კორპორატიული (B2B) გაყიდვებში, უპირატესად – დაზღვევის, საბანკო ან მომსახურების სექტორში;
- სასურველ სიღრმისეულ ცოდნას ჯანმრთელობის და სიცოცხლის ან ქონების, ავტო დაზღვევების მიმართულებით;
- გაყიდვების ტარგეტების შესრულების უნარს;
- მაღალი ღირებულების კლიენტებთან ურთიერთობის მართვის უნარს;
- CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილებას (მაგ. Salesforce, Zoho, ან სხვა);
- მოლაპარაკების, პრეზენტაციისა და კომუნიკაციის მაღალ დონეზე განვითარებულ უნარებს;
- ინგლისური და ქართული ენის სრულყოფილად ფლობას (რუსული – სავალდებულო არ არის, მაგრამ უპირატესობა მიენიჭება).
- B2B გაყიდვების სტრატეგიების და Upselling და Cross-selling ტექნიკების ცოდნას;
- მაღალ კომერციული აზროვნებას;
- დეტალებზე ორიენტაციას;
- დროის ეფექტური მართვას;
- ემოციური ინტელექტს;
- გუნდური მუშაობის უნარს.
რას გთავაზობთ:
- საინტერესო გამოწვევებით და პროფესიული ზრდის შესაძლებლობებით მდიდარ სამუშაო გარემოს;
- მუშაობისათვის კომფორტულ პირობებს;
- ურთიერთობას ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ და მეგობრულ გუნდთან;
- პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
- ფიქსირებულ ანაზღაურებას და კვარტალურ KPI და შედეგზე მიბმულ ბონუსს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- ულიმიტო სასაუბრო დროს;
- გამოსაცდელი ვადის წარმატებით გასვლის შემდეგ ყოველ კვარტალში 1 თავისუფალ სამუშაო დღეს (Day Off);
- კომპანიის მიერ ანაზღაურებად დეკრეტულ შვებულებას;
- ფულად კომპენსაციას 500-800 ლარის ოდენობით განსაკუთრებულ შემთხვევებში
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
გისურვებთ წარმატებას!
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/JiOU5cuc
გაყიდვები
B2B /კორპორატიული გაყიდვები
ნახვები
უნიკალური ნახვები
