24 იან - 18 თებ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები
B2B /კორპორატიული გაყიდვები - ინდუსტრია / სფერო: კორპორატიული სერვისები
ბუღალტერია - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 - 1200(+ ბონუსი)
- დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ჯანმრთელობის დაზღვევა
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):გაყიდვები
B2B /კორპორატიული გაყიდვები - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):კორპორატიული სერვისები
ბუღალტერია - ენები: ინგლისური,რუსული
ქაუნთმენი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - სატელეფონო კომუნიკაციის სპეციალისტი (B2B)
ქალაქი - თბილისი
ქალაქი - თბილისი
Countman არის პროგრესული, განვითარებადი და ზრდაზე ორიენტირებული საბუღალტრო და ფინანსური მომსახურების კომპანია, რომელიც მუდმივად ავითარებს გაყიდვების პროცესებს და გუნდურ სტრუქტურას.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას სატელეფონო კომუნიკაციის სპეციალისტის პოზიციაზე, რომლის ძირითადი ფუნქციაა ტელეფონით პოტენციური კლიენტების დაინტერესების დადგენა და ინფორმაციის გადაცემა გაყიდვების გუნდისთვის.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ლვოვის ქ. №95
კომპანია აცხადებს ვაკანსიას სატელეფონო კომუნიკაციის სპეციალისტის პოზიციაზე, რომლის ძირითადი ფუნქციაა ტელეფონით პოტენციური კლიენტების დაინტერესების დადგენა და ინფორმაციის გადაცემა გაყიდვების გუნდისთვის.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ლვოვის ქ. №95
სამუშაო გრაფიკი: 10:00 – 18:00 (შესვენება 1 საათი)
პოზიციის მიზანი
პოზიციის მიზანი
- პოტენციური კლიენტების იდენტიფიცირება;
- დაინტერესებული კონტაქტების გადაცემა გაყიდვების გუნდისთვის;
- დავალიანებების შესახებ სატელეფონო კომუნიკაცია.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ცივი ზარების განხორციელება პოტენციურ კორპორატიულ კლიენტებთან;
- კლიენტის პირველადი ინტერესის იდენტიფიცირება (აინტერესებს / არ აინტერესებს);
- იმ კონტაქტების დაფიქსირება, ვისაც სურს პრეზენტაციის მიღება ან თანამშრომლობის განხილვა;
- დაინტერესებული ლიდების ოპერატიულად გადაცემა გაყიდვების გუნდთან;
- ვადაგადაცილებული დავალიანებების შესახებ სატელეფონო კომუნიკაცია;
- ზარების შედეგების დაფიქსირება CRM სისტემაში;
- გაყიდვების გუნდთან კოორდინირებული მუშაობა.
რას არ მოიცავს პოზიცია
- შეხვედრების დანიშვნა;
- ფასებზე ან პირობებზე დეტალური საუბარი;
- კომერციული შეთავაზებების გაგზავნა;
- კონტრაქტებზე მოლაპარაკება.
KPI-ები / შეფასების კრიტერიუმები:
- განხორციელებული ზარების რაოდენობა დღეში;
- დაინტერესებული ლიდების რაოდენობა;
- გაყიდვების გუნდზე გადაცემული ლიდების ხარისხი;
- დავალიანებებთან დაკავშირებული ზარების ეფექტიანობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სატელეფონო კომუნიკაციის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- მკაფიო და დამაჯერებელი მეტყველება;
- საოფისე პროგრამების საბაზისო ცოდნა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ინგლისური და რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- შედეგზე ორიენტირებულობა;
- დისციპლინა
- კომუნიკაბელურობა;
- ყურადღება დეტალების მიმართ;
- დროის მართვის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
- ფიქსირებულ ანაზღაურებას - 1000-1200 ლარი + ბონუსი;
- ბონუსს იმ შემთხვევაში, თუ გადაცემული ლიდი დაკონტრაქტდება;
- მკაფიო სამუშაო ფუნქციებს და KPI-ებს;
- სტაბილურ სამუშაო გარემოს;
- ჯანმრთელობის დაზღვევა, Fitpass
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/rcY43w5c
გაყიდვები
B2B /კორპორატიული გაყიდვები
ნახვები
უნიკალური ნახვები
