დღეს - 21 იან
სტარტი
სარემონტო დეპარტამენტის შემდუღებელი
ქუთაისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: შეკეთება / მონტაჟი შედუღება
  • ინდუსტრია / სფერო: წარმოება განახლებადი ენერგიები და გარემო ენერგეტიკა და სამთო სამუშაოები ნავთობი და ენერგეტიკა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 3 წლიდან
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):
    შეკეთება / მონტაჟი შედუღება
  • ინდუსტრია / სფერო(სასურველი):
    წარმოება განახლებადი ენერგიები და გარემო
    ენერგეტიკა და სამთო სამუშაოები ნავთობი და ენერგეტიკა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • ენები: ქართული

პოზიციის დასახელება: სარემონტო დეპარტამენტის შემდუღებელი

კომპანია: სს “ენერგო-პრო ჯორჯია გენერაცია”

სამუშაო ადგილი: ქუთაისი

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 21 იანვარი, 2026 წ.


სს “ეპ ჯორჯია გენერაცია” აცხადებს კონკურსს სარემონტო დეპარტამენტის შემდუღებელის პოზიციაზე.


მოვალეობები და ვალდებულებები:

  • ასრულებს ყველა სახის საშემდუღებლო სამუშაოებს. ასევე ასრულებს ყველა სახის ჰიდრომექანიკური დანადგარების სამონტაჟო, გაწყობა-გაშვებით სამუშაოებს და უზრუნველყოფს ექსპლუატაციაში დროულად გაშვებას.
  • უზრუნველყოფს გრაფიკით გათვალისწინებულ შედუღებით სამონტაჟო და გაშვება-გაწყობით სამუშაოების შესრულებას.
  • საჭიროების მიხედვით მონაწილეობს გაზომვითი ხელსაწყოების მონტაჟში, რომლებიც მონაწილეობენ საკონტროლო გაზომვებში.
  • საშემდუღებლო-სამონტაჟო სამუშაოების შესრულებისას ურუნველყოფს მასალებისა და ნედლეულის რაციონალურ ხარჯვას.
  • მოწყობილობების საჭირო პარამეტრების მისაღწევად იღებს საჭირო ზომებს საშემდუღებლო, სამონტაჟო, გაშვებისა და გაწყობითი სამუშაოების მაღალხარისხოვნად შესრულებისათვის.
  • ინჟინერ-ტექნოლოგთან და მთავარ მექანიკთან ერთად აანალიზებს გაზომვებისათვის საჭირო მოწყობილობების დაყენების მეთოდებს. იძლევა დასკვნას ვარგისიანობაზე ზოგიერთი დეტალის კვანძებსა და მექანიზმებზე და ავლენს მათი უწესივრობის მიზეზებს.
  • მონაწილეობს ჰიდრომოწყობილობების ექსპლუატაციის დროს წარმოქმნილი დეფექტების დადგენაში.
  • ჰიდრომოწყობილობების მონტაჟის დროს მონაწილეობს შესაცვლელი დეტალების ნახაზებისა და ესკიზების შედგენაში.


მოთხოვნები:

  • ტექნიკური განათლება
  • სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება
  • გუნდური მუშაობის უნარი;


პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს შეუძლიათ გამოაგზავნონ CV (აუცილებელია ინგლისურ ენაზე) ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@energo-pro.ge ან შეავსონ განაცხადი შემდეგ მისამართზე: http://jobs.energo-pro.ge/onlinejobs/#/ 2026 წლის 21 იანვრის ჩათვლით.

გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ სასურველი პოზიციის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში არ მოხდება განაცხადის განხილვა.


დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ, კვალიფიცირებულ კანდიდატებთან.

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.


შეკეთება / მონტაჟი
შედუღება
ნახვები
უნიკალური ნახვები