დღეს - 14 თებ
ვიპ
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ინფორმაციული ტექნოლოგიები
სისტემის ადმინისტრირება - ინდუსტრია / სფერო: მშენებლობა
მშენებლობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):ინფორმაციული ტექნოლოგიები
სისტემის ადმინისტრირება - ენები: ქართული
შპს „ჯიაიჯი ჰოლდინგი“ აცხადებს უმცროსი სისტემური ადმინისტრატორის ვაკანსიას.
პოზიციის მიზანი:
- კომპანიის მასშტაბით პროგრამული და ინფრასტრუქტურული ნაწილის გამართული მუშაობის უზრუნველოფა.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ოპერაციული სისტემების ინსტალაცია/კონფიგურაცია;
- ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაში ჩართულობა;
- სისტემების განახლება და განახლებასთან დაკავშირებული მოთხოვნების მართვა;
- მომხმარებლების ანგარიშების და წვდომების მართვა, კონფიდენციალურობის და უსაფრთხოების შესაბამისობის დაცვით;
- ინციდენტების და პრობლემების იდენტიფიკაციაში და მათ მოგვარებაში ჩართულობა;
- კომპანიის მასშტაბით არსებული სერვერული ანტივირუსული სისტემის მართვა, რეგულარული მონიტორინგი ვირუსული შემოტევების თავიდან აცილების მიზნით;
- ინოვაციური მეთოდების მოძიება და რეკომენდირება;
- პროცესების შეძლებისდაგვარი ავტომატიზაცია სისტემური ადმინისტრირების ჭრილში;
- ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოება;
- კომპეტენციის ფარგლებში უშუალო უფროსის სხვა დავალებების შესრულება.
აუცილებელი მოთხოვნები:
- ბაკალავრის ხარისხი ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში;
- Windows სერვერების (Windows Server 2016, 2019, 2022) მართვა, კონფიგურაცია, განახლება და პრობლემების გადაჭრა;
- სისტემის უსაფრთხოების უზრუნველყოფა (Windows firewall-ის მართვა, Group Policy-ის კონფიგურაცია და მართვა);
- Active Directory, Basic TCP/IP, DNS, DHCP, GPO, Microsoft exchange server (ასევე Cloud Based) საფუძვლიანი ცოდნა;
- Active Directory-ის მართვა, OU (Organizational Unit) სტრუქტურის შექმნა, დომეინ კონტროლერების მართვა;
- Active Directory-ის მომხმარებლებისა და ჯგუფების მართვა, troubleshooting-ის გამოცდილება;
- VMware (vSphere, ESXi) სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
- File server, corporate antivirus system ცოდნა;
- PKI (Public Key Infrastructure) სერტიფიკატებთან მუშაობის ცოდნა;
- სერვერებთან და სთორიჯებთან მუშაობის გამოცდილება;
- Backup/Restore პროცედურების გამოცდილება (Veeam, Commvault);
- ტექნიკური ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა;
სასურველი პიროვნული მახასიათებლები:
- ანალიტიკური აზროვნება;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ლოგიკური აზროვნება;
- პუნქტუალურობა;
- ორგანიზებულობა;
- რისკების მენეჯმენტი;
- დროის მენეჯმენტი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
- პრობლემების გადაჭრის უნარი;
- ახალი პროცესების და სისტემების სწრაფად გაგებისა და აღქმის უნარი.
სამუშაო პირობები და ბენეფიტები:
სამუშაო განრიგი: ორშაბათი - პარასკევი, 09:30-18:30, ერთ საათიანი შესვენება;
ოფისი მდებარეობს: თბილისი, ალ.ყაზბეგის გამზირი 2ა / პეკინის გამზირი 34;
ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა, მობილურის ლიმიტი, საწევროს დაფინანსება Snap Fitness-ში.
გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე/CV შესაძლოა შეიცავდეს თქვენს პერსონალურ მონაცემებს. აღნიშნული დოკუმენტის გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ, შპს „ჯიაიჯი ჰოლდინგის“ (ს/კ: 404927610) (შემდგომში „კომპანია“) მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე გამოცხადებულ ვაკანსიასთან ან/და სამომავლო ვაკანსიებთან თქვენი შესაბამისობის დადგენის მიზნით არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადისა;
გაცნობებთ, რომ თქვენ სარგებლობთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებებით, მათ შორის და არა მხოლოდ, მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების, თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორების, განახლების, შევსების, დაბლოკვის, წაშლის, განადგურების ან/და მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის მოთხოვნის უფლებებით; ამისთვის უნდა დაგვიკავშირდეთ კომპანიის ცხელ ხაზზე.
კომპანია აცხადებს, რომ თქვენს პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.
განცხადების სრული ტექსტის სანახავად და სააპლიკაციო ფორმის შესავსებად, გთხოვთ, მიჰყვეთ ბმულს:https://cleverstaff.net/i/vacancy-mYW4ME
განცხადებების მიღების ბოლო ვადა: 30.01.2026
გისურვებთ წარმატებას!
ინფორმაციული ტექნოლოგიები
სისტემის ადმინისტრირება
ნახვები
უნიკალური ნახვები
სხვა ვაკანსიები ამ კომპანიაში

