შემდეგი
24 დეკ - 22 იან
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR)
სოციალური მედიის მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო: ტრანსპორტი, ლოჯისტიკა & მიწოდების ჯაჭვი
ლოგისტიკა და მიწოდების ჯაჭვი - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 3 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR)
სოციალური მედიის მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):ტრანსპორტი, ლოჯისტიკა & მიწოდების ჯაჭვი
ლოგისტიკა და მიწოდების ჯაჭვი - ენები: ქართული
კომპანია "Everesti 2010" აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედია მენეჯერის პოზიციაზე.
კომპანია "Everesti 2010" 15 წელია ოპერირებს ქართულ ბაზარზე და წარმოადგენს წამყვან სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო ბრენდების კვების პროდუქტების იმპორტსა და დისტრიბუციას საქართველოს მასშტაბით.
მოვალეობები:
- კომპანიის სოციალური არხების (Facebook, TikTok) მართვა და განვითარება;
- სოციალური მედიის კამპანიების დაგეგმვა, შესრულება და მონიტორინგი;
- კონტენტს სტრატეგიის შექმნა და შესრულება;
- ვიდეო კონტენტის შექმნა;
- ბრიფის აწყობა და დიზაინერთან კომუნიკაცია;
- რეკლამის განთავსება და შედეგების ანალიზი;
- ახალი იდეების გენერირება;
უნარები:
- კრეატიულობა და მუდმივად განვითარების სურვილი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა და ორგანიზებულობა;
- დროის მართვის უნარი;
კვალიფიკაცია:
- უმაღლესი განათლება მარკეტინგის მიმართულებით;
- ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
რას გთავაზობთ:
- სტაბილურ დასაქმებას;
- მეგობრულ და დინამიურ გარემოს;
მისამართი: თბილისი, თ. ერისთავის ქ. #1
გრაფიკი: განიხილება როგორც დისტანციური, ისე Remote გრაფიკი.
ანაზღაურება: დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნოთ რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: hr@thc.ge და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ - SMM - წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
"Everesti 2010" მადლობას მოგახსენებთ ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
კვების პროდუქტების იმპორტიორი კომპანია "Everesti 2010" კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. წინამდებარე ვაკანსიაზე რეზიუმეს (CV) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, "Everesti 2010"-მა შეაგროვოს, დაამუშაოს და ვაკანტური პოზიციის შევსებამდე შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია, თქვენი, როგორც ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, გასაუბრებაზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR)
სოციალური მედიის მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები