დღეს - 06 იან
სტანდარტი
რეგიონალური სავაჭრო აგენტი
ბათუმი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები სავაჭრო ურთიერთობები და მოლაპარაკებები
  • ინდუსტრია / სფერო: წარმოება საკვების წარმოება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
  • ენები: ქართული

სს "ქართული აგრო სახლი" წარმოადგენს საქართველოში წამყვან პრემიუმ კლასის ბოსტნეულის მწარმოებელ და სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ნატურალურ, უმაღლესი ხარისხის ბოსტნეულს. იგი ბაზარზე წარმოდგენილია ისეთი ბრენდებით, როგორიცაა "პლანტა" და "ქართული მოსავალი".


სს "ქართული აგრო სახლი" აცხადებს ვაკანსიას ბათუმში.


ვაკანსიის დასახელება - რეგიონალური სავაჭრო აგენტი.


სამუშაო მოვალეობა:

  • მაღაზიებში ვიზიტი დადგენილი გრაფიკის მიხედვით;
  • შეკვეთების პროგრამული ასახვა დადგენილი გრაფიკის მიხედვით;
  • სავაჭრო წერტილებში პროდუქციის პლანოგრამის მიხედვით მოწესრიგება;
  • დაბრუნებების აღრიცხვა და კონტროლი;
  • ქსელებთან ეფექტური კომუნიკაციის დამყარება;
  • ახალი ობიექტების მოძიება (არსებულ ქსელში);
  • თვის გაყიდვების გეგმების შესრულება;
  • სამუშაო საათების ათვისება სრულად გაწერილი შრომითი ხელშეკრულების მიხედვით;
  • GPS - კონტროლი, GPS უნდა ჩაირთოს სამუშაო საათების დაწყებისას და გამოირთოს დასრულებისას;
  • ხელმძღვანელობის მიერ დავალებული ნებისმიერი სხვა დავალების შესრულება თანამშრომლის სამუშაო მოვალეობების ფარგლებში.


სავაჭრო აგენტმა:

  • ზედმიწევნით კარგად უნდა იცოდეს პროდუქციის მახასიათებლები და სადისტრიბუციო ქსელი;
  • შეძლოს კლიენტებთან ურთიერთობის დამყარება - პროდუქციის პრეზენტაცია, შეკვეთის ფორმირება;
  • გამოავლინოს და აღმოფხვრას გაყიდვების მიმართულებით არსებული ხარვეზები მისი უფლებამოსილების ფარგლებში ან წარუდგინოს უშუალო ხელმძღვანელს.


კომპანიის შეთავაზება:

  • თანამშრომლის წილი საპენსიო შენატანის (2%) დაფარვა;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • ფასდაკლება კომპანიის პროდუქციაზე.


დაინტერესებულ აპლიკანტებს გთხოვთ, თქვენი CV გამოაგზავნოთ ელ.ფოსტაზე: hr@gah.ge და ელ.ფოსტის "subject"-ში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება.


განაცხადების მიღება - 5 იანვარი, 2026.

გაყიდვები
სავაჭრო ურთიერთობები და მოლაპარაკებები
ნახვები
უნიკალური ნახვები