დღეს - 20 იან
სტარტი
გაყიდვების წარმომადგენელი / პრისელერი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: t.okriashvili@borun.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები
გაყიდვების წარმომადგენლობა და მოლაპარაკება, წინასწარი გაყიდვების ტექნიკა და სტრატეგიები - ინდუსტრია / სფერო: საცალო ვაჭრობა
საცალო ვაჭრობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 3000(+ ბონუსი)
- დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): საწვავის ხარჯების ანაზღაურება
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ქართული
- მართვის მოწმობა: B კატეგორია
ბორან ლაითი (ბორან ჯგუფის შვილობილი კომპანია) აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: გაყიდვების წარმომადგენელი - პრისელერი
მისამართი: ქ.თბილისი, მარნეულის ქ. #44
პირობები:
სამუშაო კრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი 08:30 -დან 17:30-მდე;
საშუალო ანაზღაურება 3000 ლარი
კომპანიის მხრიდან მსუბუქი ავტომობილით და საწვავით უზრუნველყოფა;
კომპანია ბორან ლაითი დაარსდა 2009 წელს. ჩვენი კომპანია არის განათების, სასოფლო სამეურნეო ხელსაწყოების, ელექტრო და არა ელექტრო სამეურნეო ხელსაწყოების იმპორტისა და გაყიდვების ლიდერი საქართველოს ბაზარზე. ჩვენი პარტნიორები არიან მსოფლიოს წამყვანი ბრენდები: TOLSEN, CROWN, DEWALT, LINUS, SCHPINDEL, KETTLER და ა.შ.)
კომპანია მუდამ ცდილობს მომხმარებელს შესთავაზოს კონკურენტებთან შედარებით ყველაზე ხარისხიანი პროდუქცია. კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობაც მუდმივად იზრდება - ეს გახლავთ პროფესიონალთა ძლიერი გუნდი, რომელიც ხელს უწყობს კომპანიის მზარდ წარმატებას.
მოვალეობები:
- ქსელში და არსებულ ობიექტებში ვიზიტები, შეკვეთების მიღება და გადაგზავნა;
- სავაჭრო ობიექტებთან მოლაპარაკების წარმოება;
- სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის ნაშთების ოპერატიული ანალიზი და კონტროლი;
- დებიტორული დავალიანების კონტროლი,პრობლემური ვალების დროული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;
- სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის წარმოდგენის სტანდარტების კონტროლი, თაროზე განთავსება წინასწარ განსაზღვრული პლანოგრამის შესაბამისად; თაროზე წილისა და მერჩენდაიზინგის კონტროლი;
- პროდუქციის მახასიათებლების ცოდნა;
- სავაჭრო ქსელში შეღწევადობის ზრდის, პოზიციების გაუმჯობესების, ბრენდის პოპულარიზაციის ღონისძიების გატარება;
- გაყიდვების გაუმჯობესებისთვის საჭირო მოლაპარაკებების წარმოება;
- სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის წარმოდგენის სტანდარტების კონტროლი, სარეკლამო საშუალებების კონტროლი და მუდმივი მონიტორინგი;
- ახალი კლიენტების(მაღაზიების) რაოდენობის ზრდაზე ზრუნვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
- დეტალებზე ორიენტირებულობა და ორგანიზებულობა
- კომუნიკაციის უნარები და გუნდურად მუშაობის უნარი
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- მიზანდასახული;
- პუნქტუალურობი;
- ორგანიზებულობი;
- დეტალებზე ორიენტირებული;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- დამოუკიდებლად და გუნდურ გარემოში მუშაობის უნარი;
- სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV (ქართულ ენაზე), შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: t.okriashvili@borun.ge და პოზიციის სახელწოდება მიუთითოთ ელ-ფოსტის სათაურის ველში, წინააღმდეგ შემთხვევაში CV არ განიხილება.
გაყიდვები
გაყიდვების წარმომადგენლობა და მოლაპარაკება,
წინასწარი გაყიდვების ტექნიკა და სტრატეგიები
ნახვები
უნიკალური ნახვები
