დღეს - 16 იან
სტარტი
პროფესიული და უწყვეტი განათლების მხარდაჭერის სპეციალისტი
ბათუმი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hrbatumi@schoolprogress.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ტრენინგ-კურსები/სასწავლო პროგრამები
განათლების სექტორი - ინდუსტრია / სფერო: განათლება
უმაღლესი განათლება - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 1 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):ტრენინგ-კურსები/სასწავლო პროგრამები
განათლების სექტორი - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):განათლება
უმაღლესი განათლება - ენები: ქართული
ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი - ბათუმი აცხადებს ვაკანსიას პროფესიული და უწყვეტი განათლების მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე ქალაქ ბათუმში.
პროგრესის ამერიკული საერთაშორისო სკოლები უწყვეტ პროგრესს ქმნის საქართველოს სამ ქალაქში:
- ქუთაისი {2002 წლიდან}
- ბათუმი {2015 წლიდან}
- თბილისი {2017 წლიდან}
პროგრესს როგორც სახელმწიფო, ასევე, ამერიკული სკოლებისა და კოლეჯების უმაღლესი საბჭოს “College Board-ის”ავტორიზაცია აქვს, რაც შესაძლებლობას გვაძლევს რომ გავცეთ სახელწიფო ატესტატი და ამერიკული დიპლომი. სკოლას, ასევე, მოპოვებული აქვს ამერიკული უმაღლესი სკოლის აკრედიტაცია „Advanced”. აკრედიტაციები სკოლას ანიჭებს უფლებას განახორციელოს ორმაგი, ქართულ-ამერიკული კურიკულუმი და მოსწავლეებს მიანიჭოს ოფიციალური ამერიკული
უმაღლესი საშუალო სკოლის დიპლომი საქართველოში.
დეტალური ინფორმაცია პროგრესის საქმიანობის შესახებ, იხილეთ:
თანამდებობის დასახელება: პროფესიული და უწყვეტი განათლების მხარდაჭერის მენეჯერი
ადგილების რაოდენობა: 1
სამსახურის ადგილმდებარეობა: ქ.ბათუმი, ვ.შამილაძის N30.
გრაფიკი: სრული ( 40 - საათიანი სამუშაო კვირა)
ანაზღაურება: დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებაზე
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- სკოლაში პროფესიული განათლების მიმართულებით სტრატეგიული განვითარების და ყოველწლიური სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში ჩართულობა;
- ჩართულობა შრომის ბაზრის მოთხოვნების შესწავლის პროცესში;
- ჩართულობა სასწავლო პროცესის დაგეგმვის, პროფესიული განათლების მასწავლებლების საათობრივი დატვირთვის შედგენის პროცესში;
- სასწავლო ცხრილების შემუშავება და მათი საჯაროობის უზრუნველყოფა;
- სასწავლო პროცესის მიმდინარეობის მხარდაჭერა;
- პროფესიული სტუდენტების/მსმენელების მეცადინეობებზე სწრებადობის კონტროლი;
- პროფესიული განათლების მასწავლებლების მიერ ჟურნალის წარმოების ყოველთვიური შემოწმება და ინფორმაციის სამსახურის უფროსისთვის წარდგენა;
- ახალი პროფესიული განათლების მასწავლებლის სამუშაო გარემოსთან ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა;
- სასწავლო პროცესის წარმართვისთვის აუცილებელი დოკუმენტაციის წარმოება;
- ჩართულობა პროფესიული სტუდენტების/მსმენელების პარტნიორ ორგანიზაციაში სწავლების ორგანიზებისა და მხარდაჭერის პროცესში;
- პროფესიულ სტუდენტთა/მსმენელთა ადმინისტრაციული მხარდაჭერა;
- შუალედური და საკვალიფიკაციო გამოცდების ჩატარების მიზნით, ჩართულობა ადმინისტრირების ჯგუფის მუშაობაში;
- პროფესიული სტუდენტების შეფასების უწყისებისა და შეფასების მტკიცებულებების გადაბარება პროფესიული განათლების მასწავლებლისგან;
- კურსდამთავრებულთა დიპლომების და სერტიფიკატების ( დანართების) დაბეჭდვისთვის ინფორმაციის მომზადება;
- ახალჩარიცხულ პროფესიულ სტუდენტთა სასწავლო გარემოსთან ადაპტაციის/ინტეგრაციის მხარდაჭერა;
- ახალი ნაკადის პროფესიული სტუდენტებისა და მსმენელებისთვის მათი უფლებებისა და ინტერესების დაცვის მექანიზმების გაცნობა;
- სკოლაში დამატებითი/არაფორმალური აქტივობების წახალისება და პროფესიული სტუდენტების ინიციატივების მხარდაჭერა;
- პროფესიული სტუდენტების მხარდაჭერა - მათი ინფორმირება/კონსულტირება სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ საკითხებში; მნიშვნელოვან საკითხებზე, მათ შორის, ელექტრონულ ფოსტაზე;
- პროფესიულ სტუდენტთა ინიცირებების თაობაზე ადმინისტრაციის წერილობითი ინფორმირება;
- საჭიროების შემთხვევაში, პროფესიულ სტუდენტთა/კანონიერ წარმომადგენელთა ინფორმირება სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე;
სკოლაში მიმდინარე საპროფორიენტაციო და კარიერული მომსახურების მხარდაჭერა:
- საინფორმაციო ბუკლეტების, განაცხადების, რეკლამების და ა.შ. შემუშავების პროცესში ჩართულობა;
- ჩართულობა სხვადასხვა ტიპის საპროფორიენტაციო ღონისძიებებში;
- პროფესიული სტუდენტების/მსმენელებისთვის ინდივიდუალური და ჯგუფური კონსულტაციების ჩატარება კარიერის დაგეგმვის საკითხებთან დაკავშირებით (მათ შორის, CV- ის, სამოტივაციო წერილის მომზადების მხარდაჭერა, გასაუბრებისათვის მომზადება, დასაქმების საკითხებზე კონსულტაციების გაწევა);
- პროფესიული სტუდენტებისთვის/მსმენელებისთვის/ კურსდამთავრებულებისთვის კარიერის დაგეგმვის, სამუშაოს მოძიებისა და დასაქმების საკითხებში კონსულტაციების გაწევა;
- ჩართულობა ვებ. გვერდზე განსათავსებელი ინფორმაციის მომზადებაში, მათ შორის, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების კატალოგის ყოველწლიური ( ასვე საჭიროებისამებრ) განახლება;
- პროფესიული სტუდენტების/მსმენელების და კურსდამთავრებულებისთვის ინფორმაციის მიწოდება დასაქმების შესაძლებლობებთან/ვაკანსიებთან და შემდგომი კარიერული განვითარების შესაძლებლობებთან დაკავშირებით;
- პოტენციური დამსაქმებლისა და პროფესიული სტუდენტის/მსმენელის/კურსდამთავრებულის შეხვედრის ხელშეწყობა;
- კურსდამთავრებულთა ბაზის და დასაქმების სტატისტიკის წარმოება;
- კურსდამთავრებულთა გამოკითხვა დასაქმების შესახებ პროგრამის დასრულებიდან 12 და 36 თვის თვეების პერიოდში და კვლევის მასალის სამსახურის უფროსისთვის წარდგენა;
- დამსაქმებელთა კმაყოფილების კვლევის ჩატარება და სტატისტიკური ინფორმაციის უფროსისთვის წარდგენა ანალიზისთვის;
- თანამშრომლობა სკოლის ყველა იმ პერსონალთან, რომელთა საქმიანობა ზოგადსაგანმანათლებლო მიმართულებით საქმიანობის პარალელურად ითვალისწინებს საქმიანობის წარმართვას პროფესიული განათლების მიმართულებით;
- მონაწილეობა პროფესიული განვითარების ტრენინგებში, სამუშაო შეხვედრებსა და ღონისძიებებში;
- პროფესიულ სტუდენტებთან, მსმენელებთან (კანონიერ წარმომადგენლებთან) შაბლონის მიხედვით, ხელშეკრულებების გაფორმების ორგანიზება და მათი პირადი საქმეების წარმოება.
- მოქმედი კანონმდებლობით, შინაგანაწესით და პროფესიული განათლების მიმართულებით სკოლაში არსებული მექანიზმებით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების შესრულება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- აკადემიური უმაღლესი განათლება ( მინიმუმ ბაკალავრის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრებული კვალიფიკაცია)
- სასურველია განათლების მიმართულებით მინიმუმ ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება.
დამატებით საჭირო კომპეტენციები:
- ქართულ ენაზე გამართული წერითი და ზეპირი მეტყველება;
- კომპიუტერული პროგრამების ფლობა ( (Microsoft Word, Microsoft Excel, Microsoft PowerPoint);
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- საკუთარი პოზიციის დასაბუთების უნარი;
- გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
- კომუნიკაციის კარგი უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- თვითგანვითარებაზე ორიენტირებულობა;
- შრომისმოყვარეობა;
- დისციპლინირებულობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- პასუხისმგებლიანობა.
უპირატესობა მიენიჭება სასკოლო გარემოში და მოსწავლეებთან მუშაობის გამოცდილების მქონე კანდიდატებს.
დაინტერესებულმა აპლიკანტებმა საკუთარი რეზიუმე გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hrbatumi@schoolprogress.ge
Subject ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება “პროფესიული და უწყვეტი განათლების მხარდაჭერის მენეჯერი „ წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2026 წლის 15 იანვრამდე .
ორგანიზაცია გასაუბრებისთვის დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ აპლიკანტებს.
თქვენი მონაცემები დამუშავდება და შეინახება კონფიდენციალურობის სრული დაცვით.
სკოლა პროგრესი მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!
ტრენინგ-კურსები/სასწავლო პროგრამები
განათლების სექტორი
ნახვები
უნიკალური ნახვები
