09 დეკ - 07 იან
კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად
თბილისი

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ტრენინგ-კურსები/სასწავლო პროგრამები განათლების სექტორი
  • ინდუსტრია / სფერო: განათლება დაწყებითი/საშუალო განათლება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: 6-დან 10 წლამდე
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    ტრენინგ-კურსები/სასწავლო პროგრამები განათლების სექტორი
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    განათლება დაწყებითი/საშუალო განათლება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: დოქტორი
  • ენები: ინგლისური
თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიებს აკადემიური პოზიციების დასაკავებლად

კონკურსი ცხადდება შემდეგი მიმართულებით:
  • ზოგადი ადმინისტრაციული სამართალი; ადმინისტრაციული საპროცესო სამართალი; ევროპული ადმინისტრაციული სამართალი; განათლების სამართალი; სამართლის საფუძვლები - პროფესორი;
  • სამგანზომილებიანი ხელოვნება და ინსტალაცია - პროფესორი;
  • ფერწერა - პროფესორი;
  • საინფორმაციო ტექნოლოგიები - ასოცირებული პროფესორი;
  • ოპერაციებისა და წარმოების მართვა - ასოცირებული პროფესორი;
  • მონაცემთა ანალიზი; სიმულაცია და რისკების ანალიზი - ასოცირებული პროფესორი;
  • მარკეტინგი - ასოცირებული პროფესორი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ზოგადი ადმინისტრაციული სამართალი; ადმინისტრაციული საპროცესო სამართალი; ევროპული ადმინისტრაციული სამართალი; განათლების სამართალი; სამართლის საფუძვლების მიმართულებით პირს უნდა ჰქონდეს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხი და სამეცნიერო პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება

ასევე:
  • ადმინისტრაციული სამართლის სფეროში, საპროცესო დოკუმენტაციის მომზადებისა და სასამართლო პროცესებზე წარმომადგენლობის გამოცდილება;
  • ადმინისტრაციული სამართლის, ევროპული ადმინისტრაციული სამართლის, განათლების სამართლის მიმართულებით კვლევებში, ასევე პროექტებში მონაწილეობის გამოცდილება;
  • პუბლიკაციები ადმინისტრაციულ სამართალში, ევროპულ ადმინისტრაციულ სამართალში, ასევე განათლების სამართალში;
  • ინგლისური ენის ცოდნა.
  • უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს:
  • საკონსულტაციო გამოცდილებით;
  • უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული იურიდიული განათლებით.

პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად სამგანზომილებიანი ხელოვნება და ინსტალაციის მიმართულებით პირს უნდა ჰქონდეს: დოქტორის კვალიფიკაცია ან მასთან გათანაბრებული ხარისხი და სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება და ასევე:
  • შესაბამის სფეროში თეორიული და პრაქტიკული მუშაობის გამოცდილების მინიმუმ 10
  • წლიანი გამოცდილება;
  • ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა;
  • ინტენსიური პედაგოგიური საქმიანობის გამოცდილება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არანაკლები 10 წლის;
  • უპირატესობა მიენიჭება განვითარებული ქვეყნების უნივერსიტეტებში მიღებულ განათლებას და მუშაობის გამოცდილებას.

პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ფერწერის მიმართულებით პირს უნდა ჰქონდეს: დოქტორის კვალიფიკაცია ან მასთან გათანაბრებული ხარისხი და სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 8 წლის გამოცდილება და ასევე:
  • შესაბამის სფეროში თეორიული და პრაქტიკული მუშაობის გამოცდილების მინიმუმ 8
  • წლიანი გამოცდილება;
  • ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა;
  • ინტენსიური პედაგოგიური საქმიანობის გამოცდილება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში;
  • უპირატესობა მიენიჭება განვითარებული ქვეყნების უნივერსიტეტებში მიღებულ ცოდნასა და მუშაობის გამოცდილებას.


ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით პირს უნდა ჰქონდეს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხი და ასევე:
  • უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური-კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 10 წლიანი გამოცდილება;
  • საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით გამოქვეყნებული პუბლიკაციები საერთაშორისო ჟურნალებში, ბოლო 10 წლის განმავლობაში, არანაკლებ 8 სტატია;
  • სამეცნიერო კონფერენციებში და მოხსენებებში მონაწილეობა;
  • სამეცნიერო პროექტებში მონაწილოების გამოცდილება;
  • საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით პრაქტიკული მუშაობის 10 წლიანი გამოცდილება წამყვან პოზიციებზე;
  • ინგლისური ენის ცოდნა ;
  • უპირატესობა მიენიჭება პროფესიული მიმართულებით საერთაშორისო სერტიფიცირების არსებობას.


ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ოპერაციების და წარმოების მართვის მიმართულებით პირს უნდა ჰქონდეს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხი ან მაგისტრის ხარისხი და ასევე:
  • ინტენსიური პედაგოგიური საქმიანობის განხორციელების გამოცდილება არანაკლებ 15 წლის ისეთ საგნებში როგორიცაა: ოპერაციების მართვა; წარმოების მართვა; წარმოების მენეჯმენტი;
  • სამაგისტრო და საბაკალავრო თემების ხელმძღვანელობის გამოცდილება;
  • აღნიშნული მიმართულებით პრაქტიკული საქმიანობის განხორციელების გამოცდილება;
  • საკონსულტაციო საქმიანობის გამოცდილება;
  • ინგლისური ენის ცოდნა .

ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად - მონაცემთა ანალიზი; სიმულაცია და რისკების ანალიზის მიმართულებით პირს უნდა ჰქონდეს დოქტორის აკადემიური ხარისხი ან მაგისტრის ხარისხი და ასევე:
  • ინტენსიური პედაგოგიური საქმიანობის განხორციელების გამოცდილება არანაკლებ 15 წლის ისეთ საგნებში როგორიცაა: მონაცემთა ანალიზი; მონაცემთა ანალიზი&Power BI Desktop; ოპერაციათა კვლევა: სიმულაცია და რისკების ანალიზი; მოდელირება ექსელში.
  • სამაგისტრო და საბაკალავრო თემების ხელმძღვანელობის გამოცდილება;
  • აღნიშნული მიმართულებით პრაქტიკული საქმიანობის განხორციელების გამოცდილება;
  • საკონსულტაციო საქმიანობის გამოცდილება;
  • პროფესიული ტრენინგების ჩატარების გამოცდილება;
  • ინგლისური ენის ცოდნა .

ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად მარკეტინგის მიმართულებით პირს უნდა ჰქონდეს დოქტორის აკადემიური ხარისხი ან მაგისტრის ხარისხი და ასევე:
  • ინტენსიური პედაგოგიური საქმიანობის განხორციელების გამოცდილება არანაკლებ 6 წლის ისეთ საგნებში როგორიცაა: მარკეტინგი; მარკეტინგის მენეჯმენტი; ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციები; სტრატეგიული ბრენდ მენეჯემენტი.
  • სამაგისტრო და საბაკალავრო თემების ხელმძღვანელობის გამოცდილება;
  • შესაბამისი მიმართულებით პრაქტიკული საქმიანობის განხორციელების გამოცდილება არანაკლებ 6 წლის;
  • საერთაშორისო პროექტებში მუშაობის გამოცდილება;
  • საკონსულტაციო საქმიანობის გამოცდილება;
  • ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა.
  • უპირატესობა მიენიჭება საზღვარგარეთ მიღებულ ცოდნას და გამცდილებას.

აკადემიური თანამდებობები შეიძლება დაკავებულ იქნეს პროფესიული ნიშნით კვალიფიციური პერსონალის მიერ. ამ შემთხვევაში, პირის კვალიფიკაცია შეიძლება დასტურდებოდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით, განხორცილებული პროექტებით. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელი კომპეტენცია.

განცხადებების მიღება იწარმოებს 2026 წლის 9 იანვრიდან - 2026 წლის 15 იანვრის ჩათვლით.

განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს:
  • ბიოგრაფია (CV);
  • სამოტივაციო წერილი (1 გვერდი);
  • შესაბამისი სასწავლო კურსის სილაბუსის პროექტი;
  • ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ასლი;
  • პუბლიკაციების ჩამონათვალი;
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

დოკუმენტაციის მიიღება ხორციელდება ელექტრონულად, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე და შეავსოთ ყველა სავალდებულო ველი - https://form.jotform.com/253412229136451;

კონკურსის პირველ ეტაპზე კანდიდატების შერჩევა მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, ხოლო მეორე ეტაპზე, შერჩეულ კანდიდატებთან, ჩატარდება გასაუბრება (ან საჭიროების შემთხვევაში დაინიშნება საჩვენებელი ლექცია);

კონკურსის პირველი ეტაპი გაიმართება 2026 წლის 16 იანვრიდან - 2026 წლის 23 იანვრის ჩათვლით. კანდიდატების საბოლოო შერჩევის ვადად განისაზღვრება 2026 წლის 30 იანვარი.

შრომის ანაზღაურება და შრომის სხვა პირობები განისაზღვრება შერჩეულ პირთან შეთანხმების საფუძველზე.
აკადემიურ პოზიციაზე არჩევა მოხდება 4 წლის ვადით.

საკონტაქტო ინფორმაცია:
მისამართი: 0159, თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი # 240, კახა ბენდუქიძის კამპუსი
ვებ-გვერდი: www.freeuni.edu.ge
ელ.მისამართი: Vacancy@freeuni.edu.ge
ტრენინგ-კურსები/სასწავლო პროგრამები
განათლების სექტორი
ნახვები
უნიკალური ნახვები