10 დეკ - 08 იან
ფინანსური მენეჯერი
ბათუმი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ბუღალტერია / ფინანსები ფინანსური მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო: დასვენება და მოგზაურობა სტუმართმოყვარეობა, დასვენება, მოგზაურობა და ტურიზმი
  • გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 3 წლიდან
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    ბუღალტერია / ფინანსები ფინანსური მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    დასვენება და მოგზაურობა სტუმართმოყვარეობა, დასვენება, მოგზაურობა და ტურიზმი
  • გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
  • ენები: ქართული
შპს ჰაუსმაგი აცხადებს ვაკანსიას სასტუმრო კომპლექსების ქსელი New Wave-ის ,,ფინანსური მენეჯერის’’ პოზიციაზე.

სასტუმრო კოპლექსების ქსელი New Wave მდებარეობს ქალაქ ბათუმში. სასტუმროდან საცალფეხო გზით 5 წუთი გაშორებთ ულამაზეს ზღვის სანაპიროს. სტუმრებისთვის შემოთავაზებულია სხვადასხვა კატეგორიის ნომრები, აუზი, ფიტნეს დარბაზი, რესტორანი, კაფე შერეული სამზარეულოთი, რაც მთავარია კეთილგანწყობილი და პროფესიონალი მომსახურე პერსონალი.
გთავაზობთ კეთილგანწყობილ და მრავალწლიანი გამოცდილების მქონე გუნდთან ერთად საოფისე სამუშაოს, შესაბამისი პროფესიონალური და მრავალფეროვანი სამუშაო პროცესის თანხლებით. თუ ხართ ორგანიზებული, მიზანდასახული, დეტალებზე ორიენტირებული ადამიანი და გიყვართ ციფრები, გთხოვთ გაეცნოთ შემდეგ პირობებს:

პოზიციის ზოგადი აღწერა:
ფინანსური მენეჯერი პასუხისმგებელია სასტუმროს ფინანსური საქმიანობის სრულ მართვაზე. მისი მთავარი ამოცანაა კომპანიის ფინანსური რესუსრსების სწორ ხარჯვაზე ზედამხედველობა, ფინანსური და ადმინისტრაციული პროცედურების შემუშავებაში მონაწილეობა.

ძირითადი მოვალეობები
  • ფინანსური ანგარიშგებების (მოგება–ზარალი, ფულადი ნაკადები, ბალანსი) მომზადება
  • ხარჯებისა და მარაგების მონიტორინგი
  • მიმდინარე ფინანსური ოპერაციების კონტროლი
  • ფინანსური პროგნოზების შედგენა
  • გადასახდელების და გადარიცხვების მართვა
  • ფინანსური ოპერაციების კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა
  • აუდიტის მხარდაჭერა
  • კომპანიის მომგებიანობის ანალიზი
  • თანამშრომლობა სხვა დეპარტამენტებთან

მოთხოვნები
  • უმაღლესი განათლება ფინანსებში
  • მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
  • საგადასახადო კოდექსისა და ფინანსური სტანდარტების ცოდნა
  • საოფისე პროგრამებში მაღალი კომპეტენცია
  • სასტუმროს/რესტორნის სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

უნარები
  • ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობა
  • დროის ეფექტურად მართვა
  • დეტალებზე ორიენტირებულობა
  • კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი

სამუშაო პირობები:
  • სრული განაკვეთი; შესვენება: 1 სთ. განიხილება ნახევარი განაკვეთიც.
  • სამსახური უზრუნველყოფს სრულფასოვან კვებას და ღირსეულ სამუშაო პირობებს.
  • სახელფასო ანაზღაურების ოდენობა დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებაზე, შეთანხმებულ სამუშაო დროსა და საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობაზე.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@newwavehotels.com; გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - ,,ფინანსური მენეჯერი"

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე (CV) შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კომპანია თქვენს პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ'' საქართველოს კანონის შესაბამისად და მას შეინახავს გამოგზავნიდან არაუმეტეს 1 წლის განმავლობაში. თქვენ მიერ CV/რეზიუმეს გამოგზავნით ეთანხმებით თქვენი მონაცემების 1 წლის განმავლობაში შენახვას და დამუშავებას, რაც გულისხმობს, რომ ვაკანსიაზე შესაძლოა კომპანიიდან შეგეხმიანონ მითითებული პერიოდის განმავლობაში მომავალშიც.
გაცნობებთ, რომ ნებისმიერ დროს გაქვთ უფლება მოითხოვოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ მონაცემების დამუშავების თაობაზე, ასევე, მოითხოვოთ მონაცემების წაშლა ან შესწორება."
ბუღალტერია / ფინანსები
ფინანსური მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები