02 დეკ - 10 დეკ
სატყეო საქმის განყოფილების სპეციალისტი
ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: სოფლის მეურნეობა მეტყევეობა ენერგეტიკა სხვა
  • ინდუსტრია / სფერო: ენერგეტიკა და სამთო სამუშაოები ნავთობი და ენერგეტიკა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 1 წლიდან
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    სოფლის მეურნეობა მეტყევეობა
    ენერგეტიკა სხვა
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    ენერგეტიკა და სამთო სამუშაოები ნავთობი და ენერგეტიკა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • ენები: ინგლისური,რუსული
პოზიციის დასახელება: სატყეო საქმის განყოფილების სპეციალისტი (მეტყევე)
კომპანია: სს “ენერგო-პრო ჯორჯია”
სამუშაო ადგილი: რაჭა, ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 10 დეკემბერი, 2025 წ.

სს “ენერგო-პრო ჯორჯია” აცხადებს კონკურსს სატყეო საქმის განყოფილების სპეციალისტის პოზიციაზე

მოვალეობები და ვალდებულებები:
  • სს „ენერგო–პრო ჯორჯიას“ კუთვნილი და მშენებარე ელექტროგადამცემი ხაზების დაცვის ზონებში არსებული ავარიული და ხანძარსაშიში სიტუაციების გამომწვევი მერქნიანი ხე–მცენარეების ძირობრივი აღწერა–მონიშვნა (მათ შორის წითელ წიგნში შეტანილი);
  • საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ტყეკაფის მონიშვნის შემდეგი მასალების მომზადება: ტყეკაფის აღრიცხვა და გამიჯვნა მოსაზღვრე ტერიტორიისაგან; ტყეკაფის აღრიცხვის უწყისის მასალების მომზადება; ტყეკაფის პასპორტისა და შესაბამისი მასალის შედგენა;
  • ახალი ქსელის მშენებლობისთვის ტყითსარგებლობის საჭიროების შემთხვევაში კანონმდებლობით დადგენილი წესით ტყეკაფის მონიშვნის შემდეგი მასალების მომზადება: ტყეკაფის აღრიცხვა და გამიჯვნა მოსაზღვრე ტერიტორიისაგან; ტყეკაფის აღრიცხვის უწყისის მასალების მომზადება; ტყეკაფის პასპორტის შედგენა, ტყეკაფების გამოყოფის, გახსნის და დახურვის აქტების შედგენა, მერქნული რესურსების მართვის ელექტრონულ სისტემაში შესაბამისი მასალების ატვირთვა, ტერიტორიის მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმება;
  • აგზავნის და იღებს შესაბამის კორესპოდენციებს და დოკუმენტაციას ტყითსარგებლობის საქმესთან დაკავშირებით.
  • მუნიციპალიტეტებთან, ეროვნულ სატყეო სააგენტოსთან, აჭარის სატყეო სააგენტოსთან და სხვა შესაბამის უწყებებთან და ორგანიზაციებთან კომუნიკაცია.
  • შესრულებული გაჩეხვითი სამუშაოების შემოწმება და მოჭრილი მერქნული რესურსის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება;

მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება სატყეო საქმის სპეციალობით (სასურველია);
  • 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება სატყეო სფეროში;
  • რუსული ან ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია);
  • საოფისე პროგრამების Word, Excel, Outlook ცოდნა;
  • ავტომობილის მართვის მოწმობა.
  • საქართველოს სატყეო კოდექსის ცოდნა;
  • ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს #242 დადგენილების ცოდნა;
  • ,,ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის # 366 დადგენილების ცოდნა

პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს შეუძლიათ გამოაგზავნონ CV ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@energo-pro.ge ან შეავსონ განაცხადი შემდეგ მისამართზე: http://jobs.energo-pro.ge/onlinejobs/#/ 2025 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით.
გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ სასურველი პოზიციის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში არ მოხდება განაცხადის განხილვა.

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.
სოფლის მეურნეობა
მეტყევეობა
ენერგეტიკა
სხვა
ნახვები
უნიკალური ნახვები