28 ნოე - 27 დეკ
ადმინისტრაციული მენეჯერი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995 599 155 744

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა ადმინისტრირება, ადმინისტრაციული ასისტირება
  • ინდუსტრია / სფერო: სამომხმარებლო საქონელი და სერვისები სამომხმარებლო მომსახურება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
  • ენები: ინგლისური,რუსული
ა(ა)იპ „ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება“ აცხადებს კონკურს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) ბავშვთა და პირთა დღის ცენტრის ადმინისტრაციული მენეჯერის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • დღის ცენტრის მომსახურების მართვა და ორგანიზება;
  • დღის ცენტრის ელექტრონული პორტალის მართვა, პორტალზე პროგრამის ბენეფიციართა რეგისტრაცია და აღწერა;
  • შესრულებული სამუშაოს აღრიცხვის ყოველთვიური ფორმების წარმოება და წარგენა ზრუნვის სააგენტოსათვის, დადგენილი წესით;
  • დღის ცენტრის თანამშრომლებისა და ბენეფიციარების პირადი საქმეების წარმოება, მოვლა-შენახვა;
  • ცენტრში სანიტარულ და ჰიგიენური ნორმების დაცვის მონიტორინგი და კონტროლი;
  • მიმდინარე ადმინისტრაციული საკითხების მართვა.
  • ორგანიზაციის შინაგანაწესის შესრულებაზე ზედამხედველობა;
  • მომსახურების პოტენციური მომხმარებლისათვის მომსახურების და ჩასარიცხი პროცედურების გაცნობა;
  • პროგრამით გათვალისწინებული საორგანიზაციო საკითხების მოგვარება;
  • ადამიანური რესურსების მონაცემთა ბაზის წარმოება;

დამატებითი ინფორმაცია
  • სამუშაო საათები მოიცავს კვირაში ხუთ სრულ სამუშაო დღეს 10:00- დან 18:00 საათამდე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა ( MS Word, exel, Power Point, Outlook.);
  • წერილი და ზეპირი კომუნიკაციის კარგი უნარი;

პიროვნული მახასიათებლები
  • კარგი კომუნიკაციური და გუნდური მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • მოტივირებულობა;
  • კეთილსინდისიერება;
  • პუნქტუალურობა;
  • სამუშაოს დაგეგმვისა და დროის სწორად განაწილების უნარი.

შერჩევის კრიტერიუმები:
  • საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობა
  • სამუშაო გამოცდილება
  • მოტივაცია
  • პროფესიონალიზმი და პასუხისმგებლობა

შერჩევა იწარმოებს ორ ეტაპად;
  • ელ. ფოსტაზე მიღებული ინფორმაციის განხილვა - შერჩევა.
  • გასაუბრება.

განმცხადებელმა ორგანიზაციის ელ. მისამართზე უნდა წარმოადგინოს:
რეზიუმე (CV)
სამოტივაციო წერილი

განცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა: 2025 წლის 10 დეკემბერი
საკონტაქტო: +995 599 155 744
რეზუმე, სამოტივაციო წერილთან ერთად წარმოდგენილი უნდა იყოს ელ. მისამართზე dcfs.georgia@gmail.com ,,Subject” ველში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: „დღის ცენტრის ადმინისტრაციული მენეჯერი”.

შერჩევა ჩატარდება ორ ეტაპად გამოგზავნილი რეზიუმეების მიხედვით შერჩეული კანდიდატები დაბარებული იქნებიან გასაუბრებზე.

ა(ა)იპ „ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება“ არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა მშობლების პირველი გაერთიანება საქართველოში, რომელიც დაფუძნდა 1995 წელს. ორგანიზაციის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე Bბავშვთა და პირთა, ასევე მათი ოჯახების უფლებების დაცვა, შშმ ბავშვთა/პირთა საზოგადოებაში ინტეგრირების ხელშეწყობა.
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ადმინისტრირება,
ადმინისტრაციული ასისტირება
ნახვები
უნიკალური ნახვები