28 ნოე - 12 დეკ
ბუღალტერი
თბილისი, ვარკეთილი, მაისურაძის ქ.
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ბუღალტერია / ფინანსები ბუღალტრული აღრიცხვა
  • ინდუსტრია / სფერო: ტრანსპორტი, ლოჯისტიკა & მიწოდების ჯაჭვი იმპორტი და ექსპორტი, ლოგისტიკა და მიწოდების ჯაჭვი
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 1 წლიდან
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    ბუღალტერია / ფინანსები ბუღალტრული აღრიცხვა
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    ტრანსპორტი, ლოჯისტიკა & მიწოდების ჯაჭვი იმპორტი და ექსპორტი, ლოგისტიკა და მიწოდების ჯაჭვი
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
  • ენები: ქართული
SMOTORS აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრიპოზიციაზე.

სამუშაო მდებარეობა: თბილისი, ევგენია მაისურაძის #1 ( ვარკეთილი)
სამუშაო გრაფიკი: სრული.

კომპანიის შესახებ:
კომპანია “SMOTORS”-ი 2001 წლიდან წარმატებით ახორციელებს ავტომობილების სათადარიგო ნაწილების, სპეც-ტექნიკის, სასოფლო-სამეურნეო მანქანების, ავტობუსების და მოპედების იმპორტს და დისტრიბუციას საქართველოს მთელს ტერიტორიაზე.
გარდა ამისა, ჩვენი კომპანია მომხმარებელს სთავაზობს რეალიზებული პროდუქციის თანმდევ სერვისს - ავტოტექმომსახურების სრულ ასორტიმენტს, უმაღლესი და მხოლოდ ევროპული ხარისხის საცხებ -საპოხ მასალებთან ერთად.

ჩვენ მუდამ ვზრუნავთ გუნდის წევრების აკადემიური და პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებაზე, რათა ჩვენს მომხმარებელს შევთავაზოთ უმაღლესი სტანდარტის მომსახურება.შესაბამისად, კომპანიაში მუშაობა სწრაფი ტემპითა და მკაცრად განსაზღვრული დედლაინებით მიმდინარეობს, რისთვისაც შერჩეულ კანდიდატს მოეთხოვება: თვითდისციპლინა, ორგანიზებულობა, დროის ეფექტური მართვის უნარი.

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ ეწვიეთ ჩვენს გვერდს: https://www.smotors.ge/
"SMOTORS" - ხარისხი დეტალებშია!

სამუშაოს მოკლე აღწერა:
  • რეალიზაციების დოკუმენტების სიზუსტის კონტროლი;
  • შესყიდვის ზედნადების პროგრამული გატარების უზრუნველყოფა;
  • საბანკო გატარებების პროგრამული ასახვა;
  • დებიტორული დავალიანებების კონტროლი;
  • საბუღალტრო დოკუმენტაციის (ანგარიშ-ფაქტურები, ინვოისები, მიღება-ჩაბარების აქტები) წარმოება, დაარქივება და კონტროლი;
  • ზედნადებების ატვირთვა როგორც შიდა გადაზიდვების ასევე რეალიზაციების ჭრილში..
  • საბუღალტრო სისტემაში ინფორმაციის აღრიცხვის სიზუსტისა და პირველად დოკუმენტაციასთან შესაბამისობის კონტროლი;
  • საბუღალტრო რეპორტების მომზადება, კომპანიის მიერ ნაკისრი ნებისმიერი ფინანსური ვალდებულების შესახებ ხელშეკრულებებისა და მასთან დაკავშირებით ყველა საბუთის შემოწმება, ხელშეკრულებების საგადასახადო კუთხით გავლა და დადასტურება, აღრიცხვა და ანგარიშსწორება სახელშეკრულებო პირობების შესაბამისად
  • იმპორტის და განბაჟების ოპერაციების ასახვა სააღრიცხვო პროგრამაში;
  • კომპანიის დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების მონიტორინგი;
  • ყოველდღიური სამეურნეო და ფინანსური ოპერაციების საბუღალტრო ასახვა;
  • სხვა ბუღალტრული ოპერაციები მთავარი ბუღალტერის დავალებით.
  • სხვადასხვა პროგრამული საკითხების უზრუნველყოფა.

საკვალიფკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;

ჩვენ გთავაზობთ:
  • კონკურენტუნარიანი სახელფასო რეინჯს;
  • მზრდად კომპანიას, დინამიური და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდით;
  • სხვა წამახალისებელ ბენეფიტებს სამუშაოს შესრულების ხარისხსა და შედეგებზე დაყრდნობით.

თუ ფიქრობთ, რომ თქვენთვის ჩვენი ვაკანსია საინტერესოა და თქვენი შესაძლებლობები შეესაბამება განაცხადის მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ. მისამართზე: cv@smotors.ge. სათაურის ველში Subject აუცილებელია ვაკანსიის დასახელების მითითება.

კომპანია „SMOTORS“-ი უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისთვის მიუხედავად მათი სქესის, რელიგიური აღმსარებლობის, რასის, წარმომავლობისა თუ პოლიტიკური შეხედულებებისა.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!
ბუღალტერია / ფინანსები
ბუღალტრული აღრიცხვა
ნახვები
უნიკალური ნახვები