შემდეგი
04 დეკ - 31 დეკ
სტარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ბუღალტერია / ფინანსები
ბუღალტრული აღრიცხვა - ინდუსტრია / სფერო: წარმოება
მინა, კერამიკა და ბეტონი - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 2 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):ბუღალტერია / ფინანსები
ბუღალტრული აღრიცხვა - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):წარმოება
მინა, კერამიკა და ბეტონი - მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ქართული
„პრომიქსი“ წარმოადგენს ბეტონისა და ინერტული მასალების მწარმოებელ კომპანიას 2018 წლიდან. კომპანიის მფლობელობაშია ბეტონის ქარხანა ბათუმში და თბილისის ლოკაციებზე ბეტონის ქარხნები და სამსხვრევი საწარმოები. შემოუერთდი ჩვენს გუნდს, სადაც დაგახვედრებთ მეგობრულ, დინამიურ და ზრდაზე ორიენტირებულ გარემოს, რომელიც საშუალებას მოგცემთ წარმოაჩინოთ და განივითაროთ თქვენი შესაძლებლობები.
„პრომიქსის“ გუნდში ბუღალტრის პოზიციაა ვაკანტური.
პოზიციის პასუხისმგებლობები და ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
დამატებითი დეტალები:
ლოკაცია: თბილისი, დიღომი, იუნკერ შალვა ერისთავის 1
გრაფიკი: ორშ-პარ 10:00-19:00
ანაზღაურება: ფიქსირებული
თქვენი უნარები და კარიერული ინტერესები თუ შეესაბამება ჩვენს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, მაშინ გაგვიზიარეთ თქვენი რეზიუმე მეილზე: info@promix.ge სათაურის ველში (subject) გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: ბუღალტერი
რეზიუმის გამოგზავნის ბოლო ვადაა: 31 დეკემბერი
გისურვებთ წარმატებებს და გელით მთელი გულით!
პოზიციის პასუხისმგებლობები და ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- კომპანიის სააღრიცხვო პოლიტიკის მიხედვით ოპერაციების აღრიცხვა, კლასიფიკაცია და პროგრამული გატარება, დამუშავება;
- სალაროს ოპერაციების წარმოება (შემოსავლის და გასავლის ორდერების შედგენა/გატარება);
- ბანკის ამონაწერის დამუშავება/ოპერაციების აღრიცხვა საბუღალტრო პროგრამაში;
- საგადახდო დავალებების მომზადება;
- სასაქონლო ზედნადების და ანგარიშ-ფაქტურის მიღება/გამოწერა;
- საქონლისა და მომსახურების რეალიზაციის ოპერაციების აღრიცხვა, ზედნადები/ფაქტურის გამოწერა, პროგრამაში ასახვა;
- მიღებული და გაცემული ავანსების კონტროლი და შესაბამისი გატარებების შესრულება;
- ხელფასის დარიცხვის უწყისის მომზადება და შესაბამისი ბუღალტრული გატარებების შესრულება პროგრამაში;
- ფიზიკური პირების მომსახურების დარიცხვა პროგრამულად;
- დებიტორ-კრედიტორებთან შედარების აქტების მომზადება/გაფორმება;
- სასაწყობე ნაშთების პერიოდულად პროგრამულ ნაშთებთან შედარება და სხვაობის გამოვლენა;
- ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაციისთვის რეპორტების მომზადება და ინვენტარიზაციის პროცესში სრული ჩართულობა;
- ხელმძღვანელის მიერ მიცემული შესაბამისი დავალების შესრულება მისი პოზიციის ჭრილში;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ბუღალტერიაში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- უმაღლესი განათლება - ბაკალავრის ხარისხი; მაგისტრის ხარისხი ჩაითვლება უპირატესობად;
- აუცილებელია RS-ის საგადასახადო პორტალზე მუშაობის გამოცდილება;
- აუცილებელია საბუღალტრო პროგრამა Fina-ში მუშაობის გამოცდილება; დამატებით სხვა პროგრამაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
- კომპიუტერული პროგრამების (MS Office - excel) ცოდნა;
- ბუღალტრული და საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;
დამატებითი დეტალები:
ლოკაცია: თბილისი, დიღომი, იუნკერ შალვა ერისთავის 1
გრაფიკი: ორშ-პარ 10:00-19:00
ანაზღაურება: ფიქსირებული
თქვენი უნარები და კარიერული ინტერესები თუ შეესაბამება ჩვენს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, მაშინ გაგვიზიარეთ თქვენი რეზიუმე მეილზე: info@promix.ge სათაურის ველში (subject) გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: ბუღალტერი
რეზიუმის გამოგზავნის ბოლო ვადაა: 31 დეკემბერი
გისურვებთ წარმატებებს და გელით მთელი გულით!
ბუღალტერია / ფინანსები
ბუღალტრული აღრიცხვა
ნახვები
უნიკალური ნახვები