07 მაი - 06 ივნ
დირექტორის თანაშემწე
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 2 წლიდან
  • რუსული,ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
კომპანია “პალიტრა ჰოლდინგი“ აცხადებს ვაკანსიას დირექტორის თანაშემწის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • გენერალური დირექტორის დავალებით, შეხვედრების, ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება;
  • სხვა და სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან აქტიური თანამშრომლობა, ინფორმაციის გაცვლა მიმდინარე ამოცანებთან და პროცესებთან დაკავშირებით;
  • შეხვედრებზე განხილული საკითხების ამსახველი ოქმების წარმოება და შესაბამისი რეპორტინგი;
  • ქართულ და ინგლისურ ენაზე დოკუმენტების მომზადება;
  • მიღებული კორესპონდენციის განხილვა და პასუხის მოსამზადებლად ინფორმაციის სრულყოფილად მოძიება;
  • გენერალური დირექტორის მივლინებების ორგანიზება;
  • პერიოდული რეპორტინგი გენერალურ დირექტორთან, მიმდინარე ამოცანებთან დაკავშირებით;
  • პრეზენტაციების მომზადება როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენებზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
  • მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება დირექტორის თანაშემწის პოზიციაზე;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა.

სამუშაო გრაფიკი: სრული; 09:30-18:00სთ;
ადგილმდებარეობა: თ. იოსებიძის ქუჩა #49;
ანაზღაურება: შეთანხმებით.
გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელ.მისამართზე: vacancy@palitra.ge
Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 7 ივნისი.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვისა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.
გისურვებთ წარმატებას!

ადმინისტრაცია
ადმინისტრაციული თანაშემწე
ნახვები 111
უნიკალური ნახვები 103