24 აპრ - 24 მაი
ადმინისტრაციული ასისტენტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1-დან 2 წლამდე
  • ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული ასისტენტის პოზიციაზე, თბილისში.
კომპანია "გორგია" საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებს ახორციელებს 1998 წლიდან.
"გორგია" პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც უკვე ევროკავშირში საცალო ვაჭრობით არის წარმოდგენილი. გორგია მომხმარებლებს 4 000 ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 50 000-ზე მეტი დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს.
დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 2000-ზე მეტ თანამშრომელს, კომპანიის მთავარი ღირებულებებია: მუდმივი განვითარება; წარმატების გაზიარება; ჩვენ არასოდეს ვამბობთ "არ" ან "ვერ", შეუძლებელი არაფერია. კომპანიის მთავარი მიზანია ხარისხიანი პროდუქცია შესთავაზოს მომხმარებელს და კონკურენტული იყოს დაბალი ფასის შეთავაზებით. გორგია წარმოდგენილია 13 ფილიალით, როგორც საქართველოში ყველა დიდ ქალაქში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, კერძოდ ბულგარეთში. კომპანიას ჰყავს გამოცდილი და კვალიფიციური გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს შესყიდვებისა და გაყიდვების საერთაშორისო ტექნოლოგიების ცოდნის გაზიარებას.
კომპანიაში დაგხვდებათ სტაბილური, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ინოვაციური და დინამიკური სამუშაო გარემო.

ჩვენ გთავაზობთ:
  • პროფესიული და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას;
  • სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  • უფასო ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
  • FitPass ბარათს;
  • უფასო კვებას.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • შემომავალი/გამავალი მეილების, შიდა საკომუნიკაციო პლატფორმების მართვა-ადმინისტრირება და რეაგირება;
  • დაგეგმილი შეხვედრების, პრეზენტაციებისა და ტრენინგების ადმინისტრაციული მხარდაჭერა;
  • პროექტის შეხვედრების, სამუშაო შეხვედრებისა და ღონისძიებების დაგეგმვა და კოორდინაცია;
  • დახმარება შეხვედრის დღის წესრიგის, მასალების მომზადებაში;
  • ჩატარებული შეხვედრების ჩანაწერების მომზადება და დღის ბოლოს რეპორტის წარმოდგენა;
  • სტატისტიკური მონაცემების დამუშავება, ანალიზი და რეპორტინგი;
  • სხვა მიმდინარე სამსახურეობრივი დავალებების შესრულება.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება (მინ. ბაკალავრის ხარისხი);
  • ინგლისური ენის ცოდნა (საკომუნიკაციო დონეზე);
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office, Google platforms, ZOOM).

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დროის მართვის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ CV აღნიშნულ ელფოსტაზე: recruit@gorgia.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, ეწვიეთ ჩვენს გვერდს: https://gorgia.ge/

გისურვებთ წარმატებებს!
ადმინისტრაცია
ადმინისტრაციული თანაშემწე
ნახვები 75
უნიკალური ნახვები 71