26 აპრ - 21 მაი
ბიზნესის განვითარების მენეჯერი
თბილისი, ვერა, ბარნოვის ქ.
  • სრული განაკვეთი
  • 1000 + ბონუსი 2000
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
მისამართი: ვ. ბარნოვის ქუჩა, თბილისი
Polaris Shipping & Trading Limited არის პარტნიორობა, რომელიც დაფუძნებულია საზღვაო ტრანსპორტის პროფესიონალების მიერ თბილისში. ჩვენი მიზანია ლოგისტიკისა და მიწოდების ჯაჭვის საერთაშორისო სტანდარტების სერვისების მიწოდება, რაც უზრუნველყოფს კლიენტისთვის საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილებას. ჩვენი გუნდით, ღირებულებების ერთგულებით, ორგანიზაციული კულტურით, გამოცდილებით და პოზიტიური განწყობით, ვცდილობთ ვიყოთ სანდო პარტნიორი ყველაფერში, რასაც ვაკეთებთ.
Polaris Shipping & Trading Limited აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: ბიზნესის განვითარების მენეჯერი
როლის აღწერა
  • ბიზნესის განვითარების მენეჯერი ექვემდებარება ოპერაციების მენეჯერს და გვეხმარება ბიზნესის განვითარებაში გაყიდვების მიმართულებით. როლი მოიცავს ყოველდღიურ ამოცანებს, რომლებიც დაკავშირებულია კლიენტებთან ურთიერთობების დამყარებასა და შენარჩუნებასთან, ლიდების გენერაციასთან, გაყიდვების ოპერაციების მენეჯმენტთან, ორგანიზაციის სერვისების მხარდაჭერასთან.

კვალიფიკაცია
კანდიდატებს უპირატესობა მიენიჭებათ ქვემოთჩამოთვლილი კვალიფიკაციებით:
  • სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში / ლოგისტიკაში / სხვა დაკავშირებულ მიმართულებებში
  • განათლების ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირებაში, მარკეტინგის ან მასთან დაკავშირებულ სფეროში
  • ძლიერი ინტერპერსონალური და მოლაპარაკების უნარი
  • დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი
  • პრობლემების გადაჭრისა და გადაწყვეტილების მიღების შესანიშნავი უნარი
  • Microsoft Office-ისა და კომპიუტერული ლიტერატურის მაღალი დონე
  • ინგლისური ენა (სხვა დამატებითი ენები ჩაითვლება უპირატესობად)
  • მაღალი სტანდარტები, პირადი დისციპლინა და ძლიერი ხასიათი

თანასწორობა და მრავალფეროვნება: ჩვენ ხელს ვუწყობთ ინკლუზიურ სამუშაო გარემოს, რომელიც პატივს ცემს მრავალფეროვნებას მისი ყველა ფორმით. გვჯერა, რომ ყველა ინდივიდს პატივისცემითა და ღირსებით უნდა მოეპყროთ, განურჩევლად რასისა, ეთნიკური კუთვნილებისა, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, რელიგიისა და ასაკისა. ჩვენ მხარს ვუჭერთ თანაბარ შესაძლებლობებს და ვცდილობთ შევქმნათ გარემო, სადაც ყველა იგრძნობს თავს დაფასებულად. მზად ვართ უზრუნველვყოთ სამართლიანობა და მიუკერძოებლობა ჩვენი დაქირავებისა და დასაქმების პროცესში.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: info@pstle.com

TOP მენეჯმენტი
ბიზნესის განვითარება/სტრატეგია
ნახვები 139
უნიკალური ნახვები 135