02 მაი - 24 მაი
სტარტი
ფინანსური მენეჯერი
თბილისი
კომპანია
  • სრული განაკვეთი
  • 2500 - 4000
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 3 წლიდან
  • ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
კომპანია აცხადებს ვაკანსიას ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: 2,500 - 4,000 Net (კვალიფიკაციის მიხედვით)

ფუნქცია-მოვალეობები:
  • კომპანიის ფინანსური და ბუღალტრული პოლიტიკის დაგეგმვა და მართვა;
  • სამუშაო რეჟიმში ფინანსური რისკების იდენტიფიცირება და მათ მინიმიზაციაზე მუშაობა,
  • შიდა პროცესების ოპტიმიზაცია;
  • კომპანიის ფინანსურ დეპარტამენტში შემავალი სამსახურების გამართული, ეფექტიანი და დროული საქმიანობის უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი პროცესების ორგანიზება, გადაწყვეტილებების მიღება და სხვა შიდა/გარე სამსახურებთან კოორდინირება;
  • ფინანსური რესურსების ეფექტურად გამოყენება და ხარჯების ოპტიმიზაცია;
  • ფულადი სახსრების მოძრაობის კონტროლი;
  • კომპანიის დებიტორული და კრედიტორული დავალიანების კონტროლი;
  • სააღრიცხვო პოლიტიკის შემუშავება და ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებთან (IFRS) შესაბამისობაში მოყვანა;
  • საგადასახადო აუდიტისა და ყოველწლიური IFRS ფინანსური ანგარიშგების (კომპილაცია) პროცესში (შეხვედრები/განხილვები, ანალიზი, საბოლოო რეპორტის მომზადება) მონაწილეობა;
  • ფინანსური რეპორტების მომზადება მომზადებული რეპორტების საბოლოო დეტალური გადამოწმება, ანალიზი, რეკომენდაციები;
  • სახელფასო სისტემის სტაბილიზაცია, კონტროლი, მონიტორინგი;
  • ბონუსების/ჯარიმების მართვა საჭიროების მიხედვით;
  • კომპანიაში არსებულ სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაცია;
  • კომპანიის წლიური ბიუჯეტის შემუშავება - კონტროლი;
  • ავტო მეურნეობის მხარდაჭერა და კონტროლი - პრობლემების იდენტიფიცირება, დროული გადაჭრის გზების მოძიება. ;
  • ავტო პარკის განახლების პროცესში (შერჩევა/შეძენა/რეალიზაცია) მონაწილეობა;
  • მატერიალური მარაგების მონიტორინგი და შესყიდვების მონიტორინგი/მართვა;
  • მატერიალური მარაგებისა და ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა;
  • საჭიროებისამებრ ბანკებთან კომუნიკაცია/მოლაპარაკებები საბანკო/საკრედიტო პროდუქტებთან თუ სხვა საკითხებთან დაკავშირებით;
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება, ფინანსების, ბიზნესის ადმინისტრირების ან ეკონომიკის სფეროში (სასურველია მაგისტრის ხარისხი);
  • სერთიფიკატი ფინანსურ/ბუღალტრულ აღრიცხვაში, სასურველია ACCA-ს;
  • შესაბამის სფეროში მინ.3 წლიანი მუშაობის გამოცდილება, მენეჯერულ პოზიციაზე;
  • ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) და საგადასახადო კოდექსის ცოდნა;
  • კომპიუტერული (MS Office, Word, Excel) პროგრამების ცოდნა, ბუღალტრული პროგრამების ცოდნა;
  • ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვის უნარი;
  • მოლაპარაკებების წარმოების უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr-m65@outlook.com და ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

ბუღალტერია/ფინანსები
ფინანსური მენეჯერი
ნახვები 159
უნიკალური ნახვები 153