22 აპრ - 22 მაი
ელექტრიკოსი
ქუთაისი, ავტოქარხნის დასახლება, ავტომშენებლის ქუჩა
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია
  • რუსული,უკრაინული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995551627551
მისამართი:

ქართულ-უკრაინული კომპანია შპს „უჯ ლუბრიკანტს“ აწარმოებს სამანქანო ზეთებს და საპოხ მასალებს. 2016 წლიდან წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე ქ. ქუთაისში და უზრუნველყოფს კონკურენტუნარიან სამუშაო გარემოს. მრავალი წლის განმავლობაში უკრაინაში მიღებული გამოცდილების ხარჯზე კომპანია განუწყვეტლივ ახორციელებს ინვესტიციებს თავის განვითარებაში საქართველოში. ჩვენ ვეძებთ აქტიურ ადამიანებს, რომლებიც ორიენტირებულნი და მოტივირებულნი არიან გაზრდასა და განვითარებაზე,

https://uglubricants.com/about-us-en/


შპს უჯ ლუბრიკანტს აცხადებს ვაკანსიას ელექტრიკოსის პოზიციაზე.


მდებარეობა: ქუთაისი, ავტომშენებლის N 88, თიზ

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00

ანაზღაურება: შეთანხმებით.


ფუნქცია-მოვალეობები:

  • მინდობილი ელექტრომოწყობილობის, ელექტრო ქსელებისა და მოწყობილობების უწყვეტი და უსაფრთხო მუშაობის უზრუნველყოფა;
  • მინდობილი აღჭურვილობის გეგმიური და არაგეგმიური რემონტისა და მოვლა-პატრონობის განხორციელება;
  • ხელსაწყოების, სათადარიგო ნაწილების და სახარჯი მასალების შერჩევა, აღრიცხვა და შეძენა (დამოუკიდებლად ან შესყიდვის განყოფილების მეშვეობით);
  • აღჭურვილობის რეკონსტრუქცია და მოდერნიზაცია, ახალი აღჭურვილობის მიღება, მონტაჟი;
  • ელექტრული კონსტრუქციების აწყობა, დენის ხარვეზების აღმოფხვრა ელექტრომოწყობილობების მუშაობაში;
  • ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელება მინდობილ აღჭურვილობის, ქსელებისა და მოწყობილობების მდგომარეობაზე;
  • აუცილებელი სარემონტო ან ტექნიკური სამუშაოების ნუსხის განსაზღვრა;

მოთხოვნები:

  • რუსული ან უკრაინული ენის ცოდნა (სავალდებულოა)
  • დეტალებისადმი ორიენტირებულობა;
  • პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
  • ახალი ტექნოლოგიების ათვისების უნარი;

ჩვენი კომპანია გთავაზობთ:

  • კონკურენტული ანაზღაურება.
  • კომფორტული, საინტერესო და მეგობრული სამუშაო გარემო.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე info@uglubricants.com სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ელექტრიკოსი" ან დაგვიკავშირდით ნომერზე:+995551627551


„უჯ ლუბრიკანტსი “ მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებებს!

ენერგეტიკა
ენერგეტიკა (ზოგადი)
ნახვები 58
უნიკალური ნახვები 54