22 აპრ - 22 მაი
ზეინკალი
ქუთაისი, ავტოქარხნის დასახლება, ავტომშენებლის ქუჩა
  • სრული განაკვეთი
  • საშუალო განათლება
  • გამოცდილება აუცილებელია
  • რუსული,უკრაინული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995551627551
ქართულ-უკრაინული კომპანია შპს „უჯ ლუბრიკანტს“ აწარმოებს სამრეწველო (ძრავების, ინდუსტრიული, ჰიდრავლიკური და სხვა) ზეთებს და საპოხ საშუალებებს. 2016 წლიდან წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე ქ. ქუთაისში და უზრუნველყოფს კონკურენტუნარიან სამუშაო გარემოს. მრავალი წლის განმავლობაში უკრაინაში მიღებული გამოცდილების ხარჯზე კომპანია განუწყვეტლივ ახორციელებს ინვესტიციებს თავის განვითარებაში საქართველოში. ჩვენ ვეძებთ აქტიურ ადამიანებს, რომლებიც ორიენტირებულნი და მოტივირებულნი არიან გაზრდასა და განვითარებაზე,

შპს „უჯ ლუბრიკანტს“ აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე ზეინკალი.

მდებარეობა: ქუთაისი, ავტომშენებლის N 88, თიზ
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00
ანაზღაურება: ერთთვიანი გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ 1000 ლარიდან.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • სამონტაჟო და სარემონტო სამუშაოების შესრულება ხელმძღვანელობის მოთხოვნების შესაბამისად.
  • მანქანა დანადგარების, ინსტრუმენტების და შრომის სხვა საშუალებების გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა.
  • ტექნოლოგიური, თანამდებობრივი, ჯანმრთელობის, შრომის უსაფრთხოების და გარემოს დაცვის ინსტრუქციების დაცვა.
  • შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა მუშაობის დროს, სახანძრო უშიშროების მოთხოვნების, საწარმოო ჰიგიენის და წარმოების შინაგანაწესის დაცვა;
  • დანადგარების, კვანძების, მექანიზმების დაშლა, შეკეთება, აწყობა და გამოცდა;
  • საზეინკლო ინსტრუმენტების დანიშნულება და მათი გამოყენების წესი;
  • დასამუშავებელი მასალის ძირითადი მექანიკური თვისებების ცოდნა;
  • შესაკეთებელი დაზგა-დანადგარების, მოწყობილობების, აგრეგატების, მექანიზმების კინემატიკური სქემების ცოდნა;
  • რთული საკონტროლო საზომი ხელსაწყოების დანიშნულება და მათი გამოყენების ცოდნა;
  • ტვირთის ჩაბმა, აწევისა და გადაადგილების წესი;
  • ტვირთამწე საშუალებებისა და მექანიზმების მოხმარების წესის ცოდნა;
  • მანქანა-დანადგარების, დაზგების, მექანიზმების, მოწყობილობების მუშაობის დროს უწერიგობების გამოვლინება და მათი აღმოფხვრის მეთოდები.


საჭირო მოთხოვნები:

  • რუსული ან უკრაინული ენის ცოდნა (სავალდებულოა);
  • პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • გადაწყვეტილებების მიღების უნარი;

ჩვენი კომპანია გთავაზობთ:

  • კონკურენტული ანაზღაურება;
  • კომფორტული, საინტერესო და მეგობრული სამუშაო გარემო;


დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე info@uglubricants.com სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „ზეინკალი“ ან დაგვიკავშირდით ნომერზე:+995551627551


„უჯ ლუბრიკანტსი “ მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებებს!

ხელოსანი/შეკეთება/მონტაჟი
ზეინკალი
ნახვები 60
უნიკალური ნახვები 54