შემდეგი
18 აპრ - 18 მაი
შეფ დე პარტიე
ბათუმი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება აუცილებელია
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: natia.stambolishvili@marriott.com
სასტუმრო „ლე მერიდიენ ბათუმი“ აცხადებს ვაკანსიას შეფ დე პარტიეს პოზიციაზე.
ზოგადი ვალდებულებები:
ძირითადი მოვალეობები:
საჭირო უნარები:
ჩვენ გთავაზობთ:
თუ გსურთ, ჩვენთან თანამშრომლობა და თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია და პიროვნული თვისებები შეესაბამება აღნიშნული პოზიციისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: natia.stambolishvili@marriott.com და წერილის სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!
ზოგადი ვალდებულებები:
- შეასრულოს შრომითი ხელშეკრულებით დაკისრებული მოვალეობები და ვალდებულებები სრულყოფილად, დროულად და ხარისხიანად;
- პასუხისმგებლობით მოეკიდოს და დაემორჩილოს კომპანიის შიდა რეგულაციებსა და შინაგანაწესს;
- დაიცვას ყველა ინფორმაციის კონფიდენციალურობა, რაც დაკავშირებულია კომპანიასთან, მის თანამშრომლებთან, კლიენტებთან და პარტნიორებთან და რაც არ არის ხელმისაწვდომი ფართო საზოგადოებისთვის;
- ყოველთვის იყოს მოღიმარი, თავაზიანი, პოზიტიური. განსაკუთრებით, კომპანიის სტუმრებთან და მომხმარებლებთან ურთიერთობის დროს;
- ყოველთვის იყოს მზად სასტუმროს სტუმრების და მომხმარებლებისთვის დახმარების გასაწევად და პირადად უზრუნველყოს შესაბამისი პასუხისმგებლობის პირთან ერთად სტუმრის მოთხოვნების დაკმაყოფილება.
ძირითადი მოვალეობები:
- სასტუმროს სტანდარტების მიხედვით ახალი რეცეპტებისა და მომზადების წესების შენარჩუნება - განახლება;
- მოამზადოს ყველა შეკვეთა ზედმიწევნით, სტანდარტების სრული დაცვით და მინიმალური დანაკარგით;
- წინასწარ მოიმარაგოს კერძის მომზადებისთვის საჭირო ყველა პროდუქტი;
- მომსახურე პერსონალსა და სამზარეულოს თანამშრომელთა შორის ჯანსაღი კომუნიკაციის დამყარების უზრუნველყოფა;
- საჭირო პროდუქტის ხარისხის, ვარგისიანობის და სასაწყობე რაოდენობის კონტროლი;
- პროდუქციის მიღებისა და ჩამოწერის კონტროლი;
- დაახარისხოს და შეინახოს საკვები და შეამოწმოს ტემპერატურისა და ვარგისიანობის აღმნიშვნელი სტიკერები;
- მოეთხოვება სამზარეულოს აღჭურვილობის სწორად გამოყენების ცოდნა;
- შეამოწმოს ინვენტარი და ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში მიაწოდოს ინფორმაცია ტექნიკურ დეპარტამენტს;
- გაუზიაროს ცოდნა და გამოცდილება ახალ თანამშრომლებს და აქტიური მონაწილეობა მიიღოს მათ დატრენინგებაში.
საჭირო უნარები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- დატვირთულ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
- სტაბილურ სამსახურს თბილ და მეგობრულ გარემოში;
- პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი რომელიც ხელს შეუწყობს თქვენს კარიერულ განვითარებას;
- კონკურენტუნარიან ანაზღაურებას;
- დაზღვევა;
- ღამის ტრანსპორტირება.
თუ გსურთ, ჩვენთან თანამშრომლობა და თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია და პიროვნული თვისებები შეესაბამება აღნიშნული პოზიციისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: natia.stambolishvili@marriott.com და წერილის სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!
სასტუმრო/რესტორანი/კვება
შეფ-მზარეული
ნახვები 30
უნიკალური ნახვები 29