შემდეგი
18 აპრ - 18 მაი
დემი შეფი
ბათუმი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება აუცილებელია
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: natia.stambolishvili@marriott.com
სასტუმრო „ლე მერიდიენ ბათუმი’ აცხადებს ვაკანსიას დემი შეფის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- შეფმზარეულის მიერ გაცემული დავალებების ზედმიწევნით შესრულება;
- ყველა შეკვეთას ასრულებს ზედმიწევნით, რეცეპტების შესაბამისად და მინიმალური დანაკარგით;
- ახალი რეცეპტების შექმნაში აქტიური მონაწილეობა;
- კერძის მოსამზადებლად ყველა საჭირო ინგრედიენტის მომარაგება;
- ინვენტარის და ინსტრუმენტების მოხმარების წესების დაცვა;
- უზრუნველყოფს სამზარეულოს შეუფერხებლად მუშაობას სამზარეულოს სხვა თანამშრომლებთან ერთად;
- სამზარეულოს დანადგარების და აღჭურვილობის მონიტორინგი;
- მარაგების შეკვეთის აღწერა და განხორციელება.
საჭირო უნარები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- პროფესიული განათლება სასმელებისა და კვების მიმართულებით (ჩაითვლება უპირატესობად);
- დატვირთულ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
- სტაბილურ სამსახურს თბილ და მეგობრულ გარემოში;
- პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი რომელიც ხელს შეუწყობს თქვენს კარიერულ განვითარებას;
- კონკურენტუნარიან ანაზღაურებას;
- დაზღვევა;
- ღამის ტრანსპორტირება.
თუ გსურთ, ჩვენთან თანამშრომლობა და თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია და პიროვნული თვისებები შეესაბამება აღნიშნული პოზიციისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: natia.stambolishvili@marriott.com და წერილის სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
გისურვებთ წარმატებებს!
სასტუმრო/რესტორანი/კვება
შეფ-მზარეული
ნახვები 32
უნიკალური ნახვები 30