18 აპრ - 18 მაი
შეფ დე პარტიე
ბათუმი
  • სრული განაკვეთი
  • გამოცდილება აუცილებელია
ვაკანსიაზე გამოხმაურება
სასტუმრო „ლე მერიდიენ ბათუმი“ აცხადებს ვაკანსიას შეფ დე პარტიეს პოზიციაზე.

ზოგადი ვალდებულებები:
  • შეასრულოს შრომითი ხელშეკრულებით დაკისრებული მოვალეობები და ვალდებულებები სრულყოფილად, დროულად და ხარისხიანად;
  • პასუხისმგებლობით მოეკიდოს და დაემორჩილოს კომპანიის შიდა რეგულაციებსა და შინაგანაწესს;
  • დაიცვას ყველა ინფორმაციის კონფიდენციალურობა, რაც დაკავშირებულია კომპანიასთან, მის თანამშრომლებთან, კლიენტებთან და პარტნიორებთან და რაც არ არის ხელმისაწვდომი ფართო საზოგადოებისთვის;
  • ყოველთვის იყოს მოღიმარი, თავაზიანი, პოზიტიური. განსაკუთრებით, კომპანიის სტუმრებთან და მომხმარებლებთან ურთიერთობის დროს;
  • ყოველთვის იყოს მზად სასტუმროს სტუმრების და მომხმარებლებისთვის დახმარების გასაწევად და პირადად უზრუნველყოს შესაბამისი პასუხისმგებლობის პირთან ერთად სტუმრის მოთხოვნების დაკმაყოფილება.

ძირითადი მოვალეობები:
  • სასტუმროს სტანდარტების მიხედვით ახალი რეცეპტებისა და მომზადების წესების შენარჩუნება - განახლება;
  • მოამზადოს ყველა შეკვეთა ზედმიწევნით, სტანდარტების სრული დაცვით და მინიმალური დანაკარგით;
  • წინასწარ მოიმარაგოს კერძის მომზადებისთვის საჭირო ყველა პროდუქტი;
  • მომსახურე პერსონალსა და სამზარეულოს თანამშრომელთა შორის ჯანსაღი კომუნიკაციის დამყარების უზრუნველყოფა;
  • საჭირო პროდუქტის ხარისხის, ვარგისიანობის და სასაწყობე რაოდენობის კონტროლი;
  • პროდუქციის მიღებისა და ჩამოწერის კონტროლი;
  • დაახარისხოს და შეინახოს საკვები და შეამოწმოს ტემპერატურისა და ვარგისიანობის აღმნიშვნელი სტიკერები;
  • მოეთხოვება სამზარეულოს აღჭურვილობის სწორად გამოყენების ცოდნა;
  • შეამოწმოს ინვენტარი და ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში მიაწოდოს ინფორმაცია ტექნიკურ დეპარტამენტს;
  • გაუზიაროს ცოდნა და გამოცდილება ახალ თანამშრომლებს და აქტიური მონაწილეობა მიიღოს მათ დატრენინგებაში.

საჭირო უნარები:
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • დატვირთულ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:
  • სტაბილურ სამსახურს თბილ და მეგობრულ გარემოში;
  • პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი რომელიც ხელს შეუწყობს თქვენს კარიერულ განვითარებას;
  • კონკურენტუნარიან ანაზღაურებას;
  • დაზღვევა;
  • ღამის ტრანსპორტირება.

თუ გსურთ, ჩვენთან თანამშრომლობა და თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია და პიროვნული თვისებები შეესაბამება აღნიშნული პოზიციისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: natia.stambolishvili@marriott.com და წერილის სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!
სასტუმრო/რესტორანი/კვება
შეფ-მზარეული
ნახვები 30
უნიკალური ნახვები 29