10 აპრ - 10 მაი
ბუღალტერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 3 წლიდან
  • ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი სს "გერმანული ჰოსპიტალი" - დაარსდა 2019 წელს. ჰოსპიტალი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური გერმანელი და ქართველი პროფესიონალი ექიმებით. ჰოსპიტალი აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით. კლინიკაში შესაძლებელია მაღალი ხარისხის დიაგნოსტიკა და მკურნალობა. სს "გერმანული ჰოსპიტალი" გამორჩეულია მყუდრო და კომფორტული გარემოთი.

ს.ს. "გერმანული ჰოსპიტალი" - აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.
მის.: თბილისი, კოსმონავტების ქუჩა №45ა

მოვალეობები:
  • საბუღალტრო პროგრამა INFO-ში ბუღალტერიის წარმოება;
  • კომპანიის საქმიანობის საბუღალტრო აღრიცხვის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად წარმოება;
  • საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული გადასახადების დაანგარიშება და ოპტიმალური გზით გადახდა;
  • საგადასახადო დეკლარაციების მომზადება, შემოწმება და კანონით განსაზღვრულ ვადებში წარდგენა;
  • სხვადასხვა სახის ბუღალტრული ანგარიშგებების მომზადება;
  • პერიოდული ფინანსური უწყისების მომზადება;
  • ძირითადი საშუალებების და მარაგ/მასალების ინვენტარიზაციის ჩატარება;
  • საგადასახადო დოკუმენტაციის მოწესრიგება, გაკონტროლება და სისწორის უზრუნველყოფა;
  • ფინანსური მენეჯერის (ბუღალტრის თანაშემწის) და ოპერატორების მიერ შესრულებული პირველადი დოკუმენტების (ინვოისები, სასაქ. ზედნადებების, ასევე პროგრამაში განხორციელებული შესყიდვებისა და სხვა გატარებების მონიტორინგი, კონტროლი და სისწორის უზრუნველყოფა);
  • ხელმძღვანელ პირთა სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება, ბუღალტრული აღრიცხვის მიმართულებით;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 (სამი) წლიანი გამოცდილება;
  • საგადასახადო კანონმდებლობის სრულყოფილად ცოდნა;
  • აუცილებელია საბუღალტრო პროგრამებში მუშაობის გამოცდილება INFO
  • MS Office პროგრამების (განსაკუთრებით Excel-ის -ის) კარგად ცოდნა;
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენის ცოდნა.

უნარ-ჩვევები:
  • ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებული
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გადმოაგზავნეთ რეზიუმე ელ-ფოსტის მისამართზე: kobiashvilivano123@gmail.com და სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "მთავარი ბუღალტერი".
სს "გერმანული ჰოსპიტალი" გისურვებთ წარმატებას!
ბუღალტერია/ფინანსები
ბუღალტერი (ზოგადი)
ნახვები 142
უნიკალური ნახვები 132