10 აპრ - 10 მაი
ბუღალტერი
თბილისი
ქუთაისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
ვაკანსიაზე გამოხმაურება
სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე, ქუთაისსა და თბილისში.

კომპანია "გორგია" საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებს ახორციელებს 1998 წლიდან.
"გორგია" პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც უკვე ევროკავშირში საცალო ვაჭრობით არის წარმოდგენილი. გორგია მომხმარებლებს 4 000 ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 50 000-ზე მეტი დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს.
დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 2000-ზე მეტ თანამშრომელს, კომპანიის მთავარი ღირებულებებია: მუდმივი განვითარება; წარმატების გაზიარება; ჩვენ არასოდეს ვამბობთ "არ" ან "ვერ", შეუძლებელი არაფერია.
კომპანიის მთავარი მიზანია ხარისხიანი პროდუქცია შესთავაზოს მომხმარებელს და კონკურენტული იყოს დაბალი ფასის შეთავაზებით. გორგია წარმოდგენილია 13 ფილიალით, როგორც საქართველოში ყველა დიდ ქალაქში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, კერძოდ ბულგარეთში. კომპანიას ჰყავს გამოცდილი და კვალიფიციური გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს შესყიდვებისა და გაყიდვების საერთაშორისო ტექნოლოგიების ცოდნის გაზიარებას.
კომპანიაში დაგხვდებათ სტაბილური, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ინოვაციური და დინამიკური სამუშაო გარემო.

ფუნქცია-მოვალეობები:
  • ბუღალტერიაში არსებული დოკუმენტაციის მოწესრიგება;
  • საბუღალტრო ოპერაციების გატარება პროგრამაში;
  • სალარო, საბანკო და სხვა ოპერაციების დამუშავება;
  • საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული გადასახადების დაანგარიშება და გადასახდელი გადასახადების შესახებ ინფორმაციის დროული მომზადება;
  • ხელმძღვანელის მიერ მიცემული დავალებების შესრულება (კომპეტენციის ფარგლებში).

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება (ეკონომიკის ან ფინანსების მიმართულებით);
  • ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
  • აუცილებელია 1C -ში მუშაობის გამოცდილება;
  • საქართველოს საგადასახადო კოდექსის ძირითადი პრინციპების ცოდნა;
  • დეკლარაციების დამუშავების მინიმუმ 1 წლის გამოცდილება;
  • ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა (უპირატესობა მიენიჭებათ ACCA სტუდენტებს);
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • შრომისმოყვარე;
  • ორგანიზებული;
  • კეთილსინდისიერი;
  • ენერგიული;
  • კომუნიკაბელური.

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში: გამოგვიგზავნეთ CV ფოტოსურათით ელფოსტაზე: recruit@gorgia.ge (სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება).

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, ეწვიეთ ჩვენს გვერდს: https://gorgia.ge/
გისურვებთ წარმატებას!
ბუღალტერია/ფინანსები
ბუღალტერი (ზოგადი)
ნახვები 290
უნიკალური ნახვები 279