10 აპრ - 10 მაი
სამედიცინო ხარისხის მართვის სპეციალისტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 1000 - 1500
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 3 წლიდან
ვაკანსიაზე გამოხმაურება
მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი სს ,, გერმანული ჰოსპიტალი“ - დაარსდა 2019 წელს. ჰოსპიტალი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური გერმანელი და ქართველი პროფესიონალი ექიმებით. ჰოსპიტალი აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით. კლინიკაში შესაძლებელია მაღალი ხარისხის დიაგნოსტიკა და მკურნალობა. სს „გერმანული ჰოსპიტალი“ გამორჩეულია მყუდრო და კომფორტული გარემოთი.

სს ,, გერმანული ჰოსპიტალი“ - აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო ხარისხის მართვის სპეციალისტი პოზიციაზე
ანაზღაურება : 1000- 1500 ლარამდე. ( ხელზე ასაღები)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • პაციენტებისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ანალიზი სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლის მეშვეობით
  • სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების ხარისხის შესწავლა და მარეგულირებელ კანონმდებლობასთან და შიდა რეგულაციებთან შესაბამისობის დადგენა
  • ელექტრონული და საქაღალდე სამედიცინო დოკუმენტაციის შემოწმება და კანონმდებლობასა და რეგულაციებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა
  • ელექტრონული და საქაღალდე სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირება და მათი რელევანტურობის უზრუნველყოფა
  • დიაგნოზებისა და ჩარევის კოდების გამართულობისა და მკურნალობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა
  • პაციენტის მკურნალობის პროცესში წარმოშობილი გადაცდომების შესწავლა, ანალიზი, პრობლემების იდენტიფიცირება და შესაბამისი პასუხისმგებელი პირების ჩართულობით შემთხვევების განხილვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი სამედიცინო განათლება
  • დამოუკიდებელი საექიმო პრაქტიკა
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება ჰოსპიტალურ სექტორში
  • სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების გამოცდილება
  • ჯანდაცვის სამინისტროს EHR პორტალზე სამედიცინო დოკუმენტაციის გადაგზავნის გამოცდილება
  • საინფორმაციო სისტემებთან და მონაცემების დამუშავებასთან მუშაობის გამოცდილებ

პიროვნული უნარები:
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი
  • დეტალებზე ორიენტირებულობა
  • დროის ეფექტური მართვის უნარი
  • განვითარებაზე ორიენტირებულობა
  • საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
  • წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის კარგი უნარი

ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გადმოაგზავნეთ რეზიუმე ელ-ფოსტის მისამართზე: hr@hgh.ge სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება სამედიცინო ხარისხის მართვის სპეციალისტი“.
გისურვებთ წარმატებას!
სამედიცინო
სხვა (სამედიცინო)
ნახვები 142
უნიკალური ნახვები 136