22 აპრ - 05 მაი
სტარტი
სამედიცინო მომსახურების მხარდაჭერის მენეჯერი
თბილისი, საბურთალო
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
  • ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
სს "სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო მომსახურების მხარდაჭერის მენეჯერის პოზიციაზე.

სს ”სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი” (www.gpih.ge) არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის ვენის სადაზღვევო ჯგუფის (www.vig.com) წევრი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს - სამართლიანობა, თანადგომა, პროფესიონალიზმი და პროგრესი. ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ წარმატებისა და განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს.

პასუხისმგებლობები:
  • კლიენტისთვის სამედიცინო მომსახურებების ორგანიზება და პროცესის სრულად მხარდაჭერა;
  • სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებული გარე სატელეფონო ზარების მიღება;
  • კლიენტისთვის ინფორმაციის მიწოდება ზარის შინაარსიდან გამომდინარე;
  • კლიენტისთვის ვიზიტის დაგეგმვა პერსონალურ ექიმთან ან შესაბამის სპეციალისტთან და შესაბამისი მიმართვის გაცემა დაზღვევის კონტრაქტის პირობების დაცვით;
  • გადაუდებელ შემთხვევებში კლიენტის გადამისამართება შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში საჭიროებისამებრ და პროცესის მართვა შემთხვევის დასრულებამდე;
  • კლიენტებთან გარე გამავალი ზარების განხორციელება;
  • კლიენტთა მომსახურება კომპანიის სხვა საკომუნიკაციო არხების (მაგ. FB ჩათი) მეშვეობით;
  • კომპანიის სადაზღვევო პროგრამასთან მუშაობა ინფორმაციის მოძიებისა და აღრიცხვის მიზნით;
  • სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.

მოთხოვნები:
  • უმაღლესი სამედიცინო განათლება ან სტუდენტი (მედიცინა, სტომატოლოგია, ჯანდაცვა, ფარმაცია და სხვა მომიჯნავე სპეციალობები);
  • ქართული და ინგლისური/რუსული ენების ფლობა (განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზეპირი კომუნიკაციის უნარი);
  • სამედიცინო ან/და სადაზღვევო სექტორში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • კომპიუტერთან მუშაობის უნარი და საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
  • ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobs@gpih.ge გთხოვთ, წერილის გამოგზავნისას „Subject line” - ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (სამედიცინო მომსახურების მხარდაჭერის მენეჯერი). წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. საბუთების მოწოდების ბოლო ვადაა 2024 წლის 4 მაისი. შერჩევის ყველა ეტაპი ჩატარდება ონლაინ ფორმატში.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და მიმდინარე ვაკანსიების სანახავად გამოგვყევით Linkedin-ის გვერდზე: https://www.linkedin.com/company/gpih-vig/
დაზღვევა
დაზღვევა (ზოგადი)
ნახვები 237
უნიკალური ნახვები 217