19 აპრ - 05 მაი
სტარტი
ავტო სერვისის პერსონალური ასისტენტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
  • ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
სს ”სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი” აცხადებს ვაკანსიას ავტო სერვისის პერსონალური ასისტენტის პოზიციაზე.

სს ”სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი” (www.gpih.ge) არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის ვენის სადაზღვევო ჯგუფის (www.vig.com) წევრი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს - სამართლიანობა, თანადგომა, პროფესიონალიზმი და პროგრესი. ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ წარმატებისა და განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს.

პასუხისმგებლობები:
  • მომხმარებელთან სატელეფონო კომუნიკაცია და დაზიანებული ავტომობილის შესაფასებლად სერვის ცენტრში ვიზიტის დაგეგმვა;
  • კომპანიის მომხმარებელთან შეხვედრა და დაზიანებული ავტომობილის შეფასებაში დახმარება;
  • დაზიანებული ავტომობილის შესაკეთებლად საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა;
  • ავტომობილის შეკეთების პროცესის მონიტორინგი;
  • კომპანიის შიდა პროგრამაში დავალებების მიღება და მათზე დროული რეაგირება;

მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • ავტომობილთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხების მინიმალურ დონეზე ცოდნა;
  • ეფექტური და დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
  • ინგლისური ან რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • კომპიუტერთან მუშაობის უნარი და საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
  • ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა.

დაინტერესების შემთხევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobs@gpih.ge
გთხოვთ, წერილის გამოგზავნისას „Subject line” - ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (ავტო სერვისის პერსონალური ასისტენტი). წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
საბუთების მოწოდების ბოლო ვადაა 2024 წლის 5 მაისი. შერჩევის ყველა ეტაპი ჩატარდება ონლაინ ფორმატში.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და მიმდინარე ვაკანსიების სანახავად გამოგვყევით Linkedin-ის გვერდზე: https://www.linkedin.com/company/gpih-vig/
დაზღვევა
ავტოდაზღვევა
ნახვები 173
უნიკალური ნახვები 166