03 აპრ - დღეს
ექსკავატორის ოპერატორი/JCB 3cx
თბილისი, დიდუბე, აგლაძის ქ.
  • სრული განაკვეთი
  • საშუალო განათლება
  • გამოცდილება აუცილებელია
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995 599 27 25 90
კომპანია „ჯეო ტექნიკსი“ 2017 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე. კომპანიის საქმიანობის ძირითად მიმართულებას სამშენებლო მასალების გადაზიდვა, კომერციული/სასაწყობე ფართების გაქირავება და სპეცტექნიკის რეალიზაცია/გაქირავება წარმოადგენს.

კომპანია „ჯეო ტექნიკსი“ აცხადებს ვაკანსიას - ექსკავატორის (JCB 3cx) ოპერატორის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული; (09:00-18:00)

ძირითადი მოვალეობები:
  • ექსკავატორის მართვის გამოცდილება;
  • კომპანიის სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი;
  • სატრანსპორტო საშუალების სერვისების შესახებ ტექნიკური მენეჯერის დროული ინფორმირება.
  • ანგარიშგება ხელმძღვანელობასთან.

ძირითადი მოთხოვნები:
  • საშუალო განათლება;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • მართვის მოწმობის შესაბამისი კატეგორია.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • პუნქტუალურობა.

ბენეფიტები:
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • კორპორატიული ნომერი;
  • ფიქსირებული დანამატი ხელფასზე არასრულწლოვანი შვილების ყოლის შემთხვევაში.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@geotechnics.ge და სათაურის ველში ( subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება (ექსკავატორის ოპერატორი),
ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 599 27 25 90 დეტალური პირობების გასაცნობად შეგიძლიათ მობრძანდეთ შემდეგ მისამართზე: თბილისი; რ. აგლაძის #32
გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 03 მაისი, 2024 წ.
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის !
შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება/შენახვა განხორციელდება 6 თვის ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
სამშენებლო, უძრავი ქონება
მძიმე ტექნიკით ოპერირება
ნახვები 65
უნიკალური ნახვები 64