პატიო არტ
www.patioart.ge/ge/homeსარეკლამო სააგენტო „პატიო-არტი“ სლოგანით დაწყებული და ვიდეორგოლით დამთავრებული!
„პატიო-არტი“ გააკეთებს ყველაფერს, რაც ჩვენზეა დამოკიდებული, რათა შევქმნათ თქვენი საფირმო სტილი, შეგინარჩუნოთ იმიჯი, გავზარდოთ გაყიდვები და გავაფართოოთ კლიენტთა ბაზა. სწორედ ამ ჩამოთვლილი მიზნების მიღწევისკენაა მიმართული ჩვენს მიერ შემოთავაზებული მომსახურებები, რომელთაც განეკუთვნება:
- ბრენდინგი;
- პოლიგრაფია;
- გარე რეკლამა;
- SMS-რეკლამა
- სატელევიზიო რეკლამა;
- ავტო-სტაილინგი;
- ინტერიერის დიზაინი;
- სუვენირების დამზადება;
- ანიმირებული რეკლამა;
- ტექსტილზე ბეჭდვა და სხვა.
ჩვენ ვფუნქციონირებთ 2003 წლიდან და ამ დროის მანძილზე ჩვენ შევძელით:
- განგვემტკიცებინა საკუთარი პოზიციები ბაზარზე;
- შეგვექმნა დიდი, მუდმივად მზარდი კლიენტთა ბაზა;
- დაგვემსახურებინა უნაკლო რეპუტაცია და პარტნიორების პატივისცემა;
- დაგვემსახურებინა კლიენტების ნდობა;
- გავმხდარიყავით უნიკალური შესაძლებლობებისა და დიდი პერსპექტივების მქონე მძლავრი კონკურენტუნარიანი კომპანია.
ჩვენი თანამშრომლები ეს არის სპეციალისტების მეგობრული, ერთიანი გუნდი, რომელთაც გააჩნიათ ამოუწურავი კრეატიული პოტენციალი. მათ გონებაში ყოველთვის ახალი, ორიგინალური იდეებია, რომელთა ხორცშესხმაში გვეხმარება თანამედროვე მაღალტექნოლოგიური მოწყობილობები, ასევე, რასაკვირველია, ჩვენი ოსტატების გამოცდილება და ცოდნა.
ჩვენ ვქმნით ისეთ რეკლამას, რომელიც სრულად შეესაბამება დამკვეთის სურვილებს და შესაფერისი ინსტრუმენტი გახდება მისი ბიზნესის განვითარებისათვის. ყოველი ჩვენი პროექტი წვრილმანებამდეა გააზრებული. ჩვენ არ ვიცით, რას ნიშნავს „თავაუღებლივ შრომა“. ჩვენ ვიცით მხოლოდ ის, რომ საკუთარი მისიის მისაღწევად ჩვენ უნდა გამოვავლინოთ ძალისხმევის, უნარ-ჩვევების მაქსიმუმი, ავამოქმედოთ საუკეთესო რესურსები.
ჩვენთან შეკვეთის მისაცემად მოსული ყოველი დამკვეთი აუცილებლად იგრძნობს ზრუნვას და მისი წარმატებით დაინტერესებას. ეს შემთხვევითი არაა, რადგან ჩვენ ყოველთვის ვიყენებთ ინდივიდუალურ მიდგომას ჩვენს საქმიანობაში, მის გარეშე თავს ვერ გავართმევდით დასახული ამოცანების გადაჭრას.
კლიენტის მიერ გაცხადებული ბიუჯეტის მიუხედავად, ჩვენ კეთილსინდისიერად ვცდილობთ შემოგთავაზოთ ყველაზე საინტერესო, არაორდინარული და უნიკალური გადაწყვეტები, რათა გამორჩეული იყოთ კონკურენტებისგან, მიიპყროთ მიზნობრივი აუდიტორიის ყურადღება და რეკლამა გავუწიოთ თქვენს კომპანიას, საქონელსა და მომსახურებებს ხელსაყრელი პოზიციებიდან.
ჩვენ ჩვენს სამუშაოს დასრულებულად და წარმატებით შესრულებულად მივიჩნევთ მხოლოდ მაშინ, როცა რეკლამა განთავსებულია და მოაქვს თქვენი მიზნების შესატყვისი მნიშვნელოვანი შედეგი. სანამ აღნიშნული პირობა არ შესრულდება, ჩვენ ვრჩებით პასუხისმგებელი თქვენი პროექტის განვითარებასა და მის ეფექტიანობაზე.
რეკლამა „პატიო-არტისგან“: ჩვენ ფეხს ვუწყობთ დროს!
მიუხედავად ჩვენი სარეკლამო სააგენტოს „პატიო-არტის“ წარმატებული საქმიანობისა და უამრავი გამარჯვებისა, ჩვენ ვცდილობთ ვიყოთ უფრო სრულყოფილი, ახლებურად შევხედოთ საკუთარ თავს და გავაფართოოთ მოქმედების არეალი. ჩვენი სამომავლო გეგმები დაკავშირებულია გაწეული მომსახურებების ჩამონათვალის გაფართოებასთან, მათი ხარისხის უწყვეტ ამაღლებასთან, ინოვაციური ულტრათანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებასთან.
7 რამ, რაც განსახვავებს ჩვენს სარეკლამო სააგენტოს სხვებისგან:
- ჩვენი შესაძლებლობები მოიცავს რეკლამისა და მარკეტინგის მთელს ბაზარს;
- ჩვენ დროის ეკონომიით რაციონალურად ვიყენებთ ჩვენს საშუალებებს;
- ვთავაზობთ მხოლოდ ხარისხიან პირველი კლასის მომსახურებას;
- ოპერატიულად ვპასუხობთ ყოველ შემოსულ შეკვეთას;
- ვცდილობთ მაქსიმალურად სწრაფად შევთავაზოთ შესაფერისი და ნებისმიერი თვალსაზრისით სარფიანი გადაწყვეტილება;
- ვიძლევით დადებითი შედეგის გარანტიას;
- ყოველთვის ვართ კავშირზე და სრულ მზაობაში ახალი პროექტების შესასრულებლად.
ჩვენ მოხარული ვართ ჩვენს სარეკლამო სააგენტოში მუდმივი კლიენტების ხილვის. მათი რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. აღნიშნული გარემოება ჩვენი პროფესიონალიზმის უდავო დადასტურებაა, რადგან თუ კლიენტი კმაყოფილია თანამშრომლობის შედეგებით, იგი აუცილებლად მოგვმართავს კვლავ. დაე, თქვენი ოცნებები დიდ და წარმატებულ ბიზნესზე რეალობად იქცეს „პატიო-არტთან“ ერთად!
სარეკლამო სააგენტო „პატიო-არტი“ სლოგანით დაწყებული და ვიდეორგოლით დამთავრებული!
„პატიო-არტი“ გააკეთებს ყველაფერს, რაც ჩვენზეა დამოკიდებული, რათა შევქმნათ თქვენი საფირმო სტილი, შეგინარჩუნოთ იმიჯი, გავზარდოთ გაყიდვები და გავაფართოოთ კლიენტთა ბაზა. სწორედ ამ ჩამოთვლილი მიზნების მიღწევისკენაა მიმართული ჩვენს მიერ შემოთავაზებული მომსახურებები, რომელთაც განეკუთვნება:
- ბრენდინგი;
- პოლიგრაფია;
- გარე რეკლამა;
- SM...