დღეს - 15 დეკ
სტარტი
მიმტანი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: სასტუმრო / რესტორანი / კვება მაგიდის სერვისი
  • ინდუსტრია / სფერო: დასვენება და მოგზაურობა სტუმართმოყვარეობა, რესტორანი/კაფე/ბარი
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): უფასო კვება,ტრანსპორტირების უზრუნველყოფა

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სასურველია გამოცდილება: გამოცდილება 1 წლიდან
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):
    სასტუმრო / რესტორანი / კვება მაგიდის სერვისი
  • ინდუსტრია / სფერო(სასურველი):
    დასვენება და მოგზაურობა სტუმართმოყვარეობა, რესტორანი/კაფე/ბარი
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • განათლების დონე(ები): საშუალო განათლება, ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა, არასრული საშუალო განათლება
  • ენები: ქართული,ინგლისური
Shuffle Boar აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: მიმტანი

მის: ცეხი, თბილისი, თამარ მეფის გამზირი №18
სრული განაკვეთი
კომპანია: Shuffle Boar

Shuffle Boar პირველი სოციალური ბარია, სადაც შაფლბორდი, სხვა თამაშები, კერძები და სასმელები ადამიანებს ერთ მაგიდასთან აერთიანებს.
ვეძებთ მიმტანს რომელიც სტუმრებს არა მხოლოდ მომსახურებას, არამედ პოზიტიურ და თამაშებით სავსე გამოცდილებას შესთავაზებს. თუ გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, კარგად გრძნობ თავს სოციალურ გარემოში და მზად ხარ, რომ სტუმრებს გაუწიო მეგზურობა როგორც კერძების, ისე თამაშების სამყაროში - ეს ადგილი შენთვისაა.

შენი მოვალეობები იქნება:
  • სტუმრების დახვედრა, შეკვეთების მიღება და მომსახურება;
  • მენიუს გაცნობა და კერძებისა და სასმელების შერჩევაში დახმარება;
  • ანგარიშსწორება;
  • თამაშების წესების ახსნა და საჭიროების შემთხვევაში სტუმრების დახმარება თამაშის მსვლელობისას;
  • მაგიდებისა და მომსახურების სივრცის მომზადება, სისუფთავისა და წესრიგის შენარჩუნება;
  • ცვლის გახსნისა და დახურვის სამუშაოებში მონაწილეობა;
  • ბარის გუნდთან თანამშრომლობა და საჭიროებისას დახმარება;
  • ღონისძიებებისა და ჯგუფური ჯავშნების მომსახურება.

რას ველით შენგან:
  • სტუმრებისადმი ყურადღებიან და პასუხისმგებლიან დამოკიდებულებას;
  • სწრაფ და ცოცხალ გარემოში ორგანიზებულად მუშაობის უნარს;
  • გუნდურობასა და ხარისხიან სერვისზე ზრუნვას;
  • ქართულისა და ინგლისურის სასაუბრო დონეზე ფლობას;
  • მენიუსა და თამაშების წესების შესწავლის მზადყოფნას.

HoReCa სფეროში მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება სასურველია, თუმცა აუცილებელი პირობა არ არის.

ჩვენ გთავაზობთ:
  • კონკურენტულ ფიქსირებულ ხელფასს;
  • საერთო წესით განაწილებულ თიფსს;
  • უფასო კვებას სამუშაო ცვლის განმავლობაში;
  • ღამის საათებში ტრანსპორტირების ხარჯების ანაზღაურებას;
  • თანამშრომლებისთვის განკუთვნილ ფასდაკლებებს;
  • მეგობრულ, სოციალურ და თამაშებით სავსე სამუშაო გარემოს.

გამოაგზავნე შენი CV შემდეგ მისამართზე: info@shuffleboar.ge
სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ: "Waiter"
სასტუმრო / რესტორანი / კვება
მაგიდის სერვისი
ნახვები
უნიკალური ნახვები
მსგავსი განცხადებები
თბილისი
თბილისი